ევროკავშირი ჩინურ მანქანებზე დამატებით ტარიფებს აწესებს

ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.  ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები კი, როგორიცაა იტალია, უფრო მყარ ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ ჩინეთთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანია და არა ცალმხრივად. „ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია. ტარიფების დაწესება ტიპიური პროტექციონისტული ნაბიჯია და არ უწყობს ხელს ევროკავშირის „მწვანე გადასვლას“ ან კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ რეაგირებას. როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის ინტერესებშია, სათანადოდ მოგვარდეს უთანხმოება დიალოგისა და კონსულტაციების გზით ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. რაც შეეხება ჩინეთსა და იტალიას, ამ ორი ქვეყნის  პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს” – პრემიერი

,,სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. „მეტი რესურსიც არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, რასაც ეტყვიან პირდაპირ იმას გაიმეორებს. ის დიდი ხანია, აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. დიდი ხანია, არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დატოვა „ნაცმოძრობამ“ მიუხედავად კონსტიტუციის აღიარებული დარღვევისა, შესაბამისად, ის ჩვეულებრივი მარიონეტივით იმოქმედებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვინ არის და რა…

მეტი...

საუთპორტში, შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ბავშვი გარდაიცვალა

საუთპორტში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული 2 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავებულთა რიცხვი კი ცხრამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 6 მათგანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმა ბრიტანეთში, გუშინ ადგულობრივი დროით 11:50 საათზე მოხდა. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ 1 პირი დააკავა.

მეტი...

,,მისცა ჩვენება. ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით” – კახეთში გატაცებული გოგონას ბიძა

სოფელ კაბლიდან გატაცებული 24 წლის ქალი, პოლიციამ გუშინ, გვიან ღამით იპოვა და თელავის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე გადაიყვანა. ,,მე არ მინახავს, დედამ და მამამ ნახეს. მან მისცა ჩვენება, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ, როგორ აშინებდნენ იარაღით”, – ამბობს გოგონას ბიძა. ჟურნალისტის კითხვაზე, უყვარს თუ არა გოგოს გამტაცებელი ბიჭი, ბიძა პასუხობს: ‘,,გოგოს ახალგაზრდა კაცი არ უყვარს იმიტომ რომ ის სწავლობს უნივერსიტეტში, ის სტუდენტია. ის თავის მომავალზე ფიქრობს და ამ ბიჭს ვერ იტანს. ამის შემდეგ ის იქნება, რასაც კანონი ამბობს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება მოიპარო ადამიანი, ადამიანია, ცხოველი ხომ არ არის. ასეთი…

მეტი...

ჩინეთი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებასა და დიალოგში ერთვება

ბოლო პერიოდში, უკრაინაში ომის დასრულების მოახლოება ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა მსოფლიო მასშტაბით. უფრო მეტი, კონკრეტული ვადებიც კი სახელდება. ზოგიერთი გათვლას მაქსიმუმ ერთ წელზე აკეთებს. ერთ-ერთი მხარე, რომელიც ამ ომის დასრულების მიმართულებით პროცესებში გააქტიურდა, ჩინეთია. რამდენიმე დღის უკან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი  აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შესაბამისად. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთი დარწმუნებულია, რომ  საომარი მოქმედებები მალე დასრულდება. „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთს ყოველთვის სჯერა, რომ საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება და პოლიტიკური მოგვარების ძიება ყველა მხარის ინტერესშია. ჩინეთი თვლის, რომ დიალოგი და მოლაპარაკება…

მეტი...

კაბალიდან გატაცებული გოგო იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 23 წლის გოგო იპოვეს. არსებული  ინფორმაციით, ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. სხვა დეტალები უცნობია. 23 წლის გოგო დაქორწინების მიზნით დღეს გაიტაცეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მეტი...

ლაშა გურულმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ, აზერბაიჯანელი მეტოქე მალიქ ჰასანოვი  დაამარცხა და 1/4 ფინალშია. გურული ბრძოლას, ყაზახ და ტაივანელ მოკრივეს შორის გამარჯვებულთან გამართავს. მას ბრინჯაოს მედალამდე 1 მოგება აშორებს.  

მეტი...

“ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა გაიმარჯვა სიმართლემ” – კობახიძე

„ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ უჩივლეს საქართველოს და არაერთი საქმე წარიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში საქართველოს წინააღმდეგ ენმ-ს ინიცირებით. „ძირითადად ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს. იყო საქმე, მაგალითად მაშინდელი „რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ“, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ და ა.შ. ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა საქართველო. ამ შემთხვევაშიც იყო საქმე, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ეს იყო საქმე – „ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და…

მეტი...

გერმანიაში აცხადებენ, რომ პუტინის არ ეშინიათ

გერმანიამ განაცხადა, რომ არ აშინებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარა, საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით. „ასეთი განცხადებები ვერ შეგვაშინებს“- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სებასტიან ფიშერმა პრესკონფერენციაზე. აშშ-მა და გერმანიამ ივლისში განაცხადეს, რომ 2026 წლიდან დაიწყებენ გერმანიაში შორი მოქმედების საიერიშო საშუალებების განლაგებას. ამ ნაბიჯის მიზანია, წარმოაჩინოს ნატოსა და ევროპის თავდაცვისადმი ერთგულება. კვირას სანქტ-პეტერბურგში გამართულ საზღვაო აღლუმზე პუტინმა განახადა, რომ თავისი მოქმედებებით აშშ მიდის რისკზე, რომ ცივი ომის სულისკვეთების ახალი სარაკეტო კრიზისის პროვოცირება მოახდინოს.  

მეტი...

„ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღება“- „ბიბისის“ ყოფილ ტელეწამყვანს ბრალი წაუყენეს

„ბიბისის“ ახალი ამბების ყოფილ ტელეწამყვან ჰაუ ედვარდსს ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღების საქმეზე ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“  ავრცელებს. „დანაშაულები, რომლებიც, სავარაუდოდ, განხორციელდა 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე, ეხება WhatsApp-ის ჩატში გაზიარებულ სურათებს“-  აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ედვარდსი 2023 წლის ნოემბერში დააკავეს, ხოლო ბრალი გასულ თვეში წარუდგინეს. ყოფილ ტელეწამყვანს ბრალი ედება, რომ ის WhatsApp-ის აპლიკაციაში ინახავდა ექვსი „ა“ კატეგორიის სურათს, რომელიც ინგლისური სასამართლოს კლასიფიკაციის მიხედვით, ყველაზე სერიოზული კატეგორიაა, ასევე 12 სურათს „ბე“ კატეგორიიდან და 19 სურათს „ცე“ კატეგორიიდან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰაუ ედვარდს ათ წლამდე…

მეტი...

ცნობილია, თუ როდის იბრძოლებს თოფურია მაქს ჰოლუეის წინააღმდეგ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია ტიტულს 26 ოქტომბერს დაიცავს. იგი მაქს ჰოლუეის წინააღმდეგ იბრძოლებს. ღონისძიება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩატარდება.

მეტი...

უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემენ

უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს. თავდაცვის პაკეტები HIMARS, NASAMS და მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, ასევე, საჰაერო თავდაცვისთვის RIM-7-ის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებსა და 120 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებს მოიცავს. პენტაგონის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა დამცველებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები მიიღონ აშშ…

მეტი...

ავსტრალიის სანაპიროსთან ნახევარი საუკუნის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალიის სანაპიროსთან ჩაძირული გემი MV Noongah-ი, 55 წლის შემდეგ იპოვეს.  გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 71 მეტრიან გემს მეტალი გადაჰქონდა, როდესაც 1969 წელს, ნიუ საუს ველსის სანაპიროსთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. გემის სამძებრო სამუშაოები, ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამძებრო ოპერაციად ითვლება. ეკიპაჟის 26 წევრიდან, 5 მათგანი გემის ჩაძირვიდან მალევე ამოიყვანეს წყლიდან, თუმცა გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.  

მეტი...

ბრიტანეთში უცნობი მამაკაცი ბავშვებს დანით დაესხა თავს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში უცნობი ადამიანი დანით დაესხა თავს ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ბავშვებს. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაჭრილი კი საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელი დაკავებულია. ადგილობრივი გამოცემა Liverpool Echo იტყობინება, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ქუჩიდან შევიდა ბავშვთა სპორტულ კლუბში და იქ მყოფ ხალხს, მათ შორის ბავშვებს, დანით მიაყენა ჭრილობები. გამოცემა ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი ბავშვი გზაში გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანამდე.  

მეტი...

„განწყობა 300 არაგველური“- რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური ოლიმპიადიდან (video)

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „განწყობა 300 არაგველური ჩვენს ოთახში“. კადრებში ილია სულმანიძეც ჩანს. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტებიდან მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მხოლოდ ლაშა ბექაური (90 კგ) იასპრეზებს. ის ტოკიოში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედლის დაცვას შეეცდება. ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშებმა სტარტი აიღო. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში პარიზია.

მეტი...

დარჩება თუ არა მამარდაშვილი “ვალენსიაში”, რა გეგმები აქვს ქართველ მეკარეს?!

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც მას ბევრი ჟურნალისტი დახვდა. მათ აინტერესებდათ, დარჩება თუ არა მამარდაშვილი „ვალენსიაში“. მას ტელეკომპანია El Chiringuito-ს ჟურნალისტი ესაუბრა, რომელთანაც 23 წლის ქართველმა მეკარემ თქვა, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა კლუბში. „ახლა გუნდთან ერთად მოსამზადებლად მივდივარ. თამაში მსურს, თუმცა სად ვიქნები, ჯერ არ ვიცი“-  განაცხადა მამარდაშვილმა. 2024/25 წლის სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ქართველი მეკარის გუნდი 31 ივლისს გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ შეხვდება.

მეტი...

გერმანიაში ქიმიური ქარხანა აფეთქდა-არიან დაშავებულები

გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. აფეთქება გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მდებარე კონცერნის BASF-ის ქარხანაში მოხდა. შენობის თავზე კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს, რის შემდეგად შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს. ხანძარი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ჩააქრეს.  

მეტი...

ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა. დღეს პარიზში მეორე ქართველი, ლაშა შავდათუაშვილიც (73 კგ) ასპარეზობდა. ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პარიზში, ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.      

მეტი...

„ეს მოტაცება არ არის, ქურდობაა“- კაბალში გატაცებული 23 წლის გოგოს ოჯახი დახმარებას ითხოვს

სოფელი კაბალში გატაცებული 23 წლის გოგოს ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია თუ სად იმყოფება გუნელ გასანოვა. გატაცებული გოგოს ოჯახის წევრები შურისძიებას არ გამორიცხავენ. „მანქანა გზაზე მიტოვებული ვნახეთ. დახმარებას ვითხოვთ, ველოდებით ახალ ინფორმაციას…. ეს მოტაცება არ არის, ეს ქურდობაა“- ამბობენ გასანოვას ახლობლები. სამართალდამცველები გამტაცებლებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. 23 წლოს გოგო, დღეს ქორწინების მიზნით, მაშინ გაიტაცეს როდესაც ბებიასთან ერთად სეირნობდა.

მეტი...

ვოლგოგრადში მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა-არიან დაშავებულები

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან 30 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 15 მათგანი ბავშვია. გავრცელებული ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ამკრძალავი ნიშანი არ გაითვალისწინა და ლიანდაგის გადაკვეთას შეეცადა, რა დროსაც მატარებელი შეეჯახა.

მეტი...

„ვერ დავიცავი ჩემი შვილი და სპორტსმენი… ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ჩავყვები“ – პარიზის ოლიმპიადის სკანდალი

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის, მოფარიკავე სანდრო ბაზაძის სკანდალური ისტორია მთელმა მსოფლიო ნახა და ყველა მას გულშემატკივრობს. სანდრო გამარჯვებული ეგონათ, თუმცა, დამარცხებულებში აღმოჩნდა და ეს უკვე მეორედ მოხდა. გასული წლის ოლიმპიადაზეც „გამარჯვებული“ სანდრო თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს და საბოლოოდ გაკრკვა, რომ ეს მსაჯების შეცდომა იყო. წელსაც იგივე განმეორდა, თუმცა, სანდროს მამა და  საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ აცხადებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩაყვება. „მძიმე მდგომარეობაშია სანდრო, მე ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ვერ დავიცავი ჩემი შვილი და სპორტსმენი. ვთხოვდი, კრიტიკულ მომენტამდე არ მიეყვანა ყველაფერი და ფსიქოლოგიურად…

მეტი...

შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის არქივი სამშობლოში ჩამოიტანეს

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი, ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის პირადი არქივი სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს და წერს, რომ ზაზა მესხის საარქივო ფონდი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება: „ეჰ, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში არქივი ჩამომაქვს და განსაკუთრებული უხერხულობა, სევდა, ამაოების განცდა მომყვება, რადგან ამ კაცის არქივი მე არ უნდა ჩამომეტანა, ჩემი შვილიშვილების გასაკეთებელი იყო, თუ თვითონ არ დაბრუნდებოდა სამშობლოში საპენსიო ასაკში გადასული. მაგრამ… ცხოვრებამ მე დამაყენა ამ საქმის განმახორციელებლად. ზაზა მესხი – ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი – შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა…

მეტი...

სი ძინპინის ხელმძღვანელობით, წყალდიდობის კონტროლისა და კატასტროფების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ბოლო პერიოდში, ჩინეთს მასშტაბური წყალდიდობა დაატყდა თავს. არის მსხვერლპი, მოსახლეობა ევაკუირებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით,   წყალდიდობის კონტროლთან და კატასტროფებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ჩინეთში, მიმდინარე წელს კლიმატი შედარებით არასახარბიელოა, გაცილებით მეტი ძლიერი წვიმით, რომელიც დღეების განმავლობაში გაგრძელდა. მდინარეების წყალდიდობა ადრეულ პერიოდში მოხდა და სწრაფად განვითარდა, ზოგიერთ ადგილას კი არაერთხელ მოვიდა ძლიერი წვიმა, რამაც წყალდიდობის კონტროლი გაართულა. შეიქმნა წყალდიდობის კონტროლისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო შტაბი, რომელშიც ჩართულია  სახალხო განმათავისუფლებელი არმია და სახალხო შეიარაღებული პოლიცია, ეროვნული ყოვლისმომცველი ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ჯგუფები და სხვადასხვა პროფესიონალი სამაშველო ძალები. შეხვედრაზე…

მეტი...

მოტეხილი ხე სახლს დაეცა, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები – სოფელ მუმლაანთკარში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ძლიერი წვიმამ პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მუმლაანთკარში. მოტეხილი ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეტი...

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ცნობით, ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი იყო. „გასული ხუთი წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირი შეიძლება, იყოს პოზიტიური ძალა თავის მეზობლებში და მის ფარგლებს გარეთ. ის შესანიშნავ საქმეს გააკეთებს მომავალ ევროპულ კომისიაში“, – წერს ორბანი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ქვეყნებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, დაესახელებინათ კანდიდატები კომისრის თანამდებობებზე. მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა თითოეულ ქვეყანას სთხოვა, წარედგინა ორი კანდიდატი – კაცი და ქალი, რათა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობა გენდერულად…

მეტი...

საუთპორტში, შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 8 პირი დაიჭრა

საუთპორტში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 8 პირი დაიჭრა. მოსახლეობამ პოლიცია ადგილობრივი დროით 11:50 საათზე გამოიძახა. სამართალდამცველების ცნობით, არიან დაჭრილები. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ 1 პირი დააკავა. შემთხვევის ადგილას პოლიციელები არიან მობილიზებულები. მათ მოსახლეობას ინციდენტის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდეს.

მეტი...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

7-28 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში – 2900 ევრო, 59 407 აშშ დოლარი და 7 265 700 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 655 597,94 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეეები, სანქციის სახით, ჯამში – 65 560,16…

მეტი...

,,მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს” – ახალი დეტალები 23 წლის გოგოს გატაცების საქმეში

კახეთში, სოფელ კაბალიდან 24 წლის გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ქალის ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლემბა ძალა გამოიყენეს. არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს. „ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. ცნობილია ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“, – ამბობს გატაცებული ქალის ბიძა. ,,არ ვიცი, სად არის ჩემი შვი­ლი, გოგო მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს, ბე­ბი­ას ურტყეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა არა­ფე­რი იცი­ან. მთე­ლი ღამე ვი­კი­თხე­ბო­დით“, – აცხა­დებს გა­ტა­ცე­ბუ­ლის მამა. შინაგან…

მეტი...

„დროის კაფსულა“ გაიხსნა – უახლოესი არქეოლოგიური აღმოჩენა ჩინეთის ზღვაში 

მსოფლიო დონის არქეოლოგიურმა პროექტმა ახალი პროგრესი განიცადა. ახლახან, ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ განაცხადა, რომელიც  სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩრდილო-დასავლეთ კონტინენტური ფერდობის No1 და No2 დაღუპვის ადგილებიდან მოხდა. წყალქვეშა არქეოლოგია და უახლესი ტექნოლოგიები გაერთიანდნენ და გახსნეს „დროის კაფსულა“, რომელიც საუკუნეების მანძილზე დევს ზღვის ფსკერზე, ზღვის ზედაპირიდან კილომეტრზე მეტ სიღრმეში. დიდი ხნის დაკარგულმა საგანძურმა მზის სინათლე იხილა. უკიდეგანო, ღრმა ზღვიდან ისტორიის „მოპოვება“ ადვილი საქმე არ იყო. წარსულში, როდესაც ღრმა ჩაყვინთვის ტექნოლოგია ასე არ იყო განვითარებული, ჩინეთის წყალქვეშა არქეოლოგია ძირითადად შემოიფარგლებოდა სანაპირო და არა ღრმა წყლებით. ღრმა ზღვის არქეოლოგია…

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – დაღუპულია სამი ადამიანი

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის რუსული დაბომბვის შედეგად. ინფორმაცია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა გაავრცელა. ,,რუსებმა დღეს დილით ისევ დაარტყეს ქალაქს. ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, ერთი ადამიანი დაიღუპა გროდოვკაში (პოკროვსკის რაიონი)”, – დაწერა მან.

მეტი...

მაშველებმა მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს

სამაშველო სამსახურმა, თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქალი წყლიდან ამოყვანის შემდეგ კონტაქტური იყო. უწყების ინფორმაციით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მეტი...

,,საკონსტიტუციო სარჩელს ხელს არ ვაწერთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ გვაქვს” – იაგო ხვიჩია

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ წარმოებად გაერთიანდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ვადებს სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს, საკითხის განხილვას კი, მინიმუმ, ერთი თვე მაინც დასჭირდება. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მათ, კანონის გასაუქმებლად, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. სარჩელს ხელს არ აწერს ,,გირჩი”. იაგო ხვიჩიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ აქვთ. ,,არ ვაწერთ ხელს საკონსტიტუციო სარჩელს. ზოგადად, არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი. გვაკვირვებს, პრეზიდენტს რატომ აქვს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და იმპიჩმენტისთვის გაიმეტა. ასევე, ოპოზიციური პარტიებს…

მეტი...

დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს მოხმარების პრევენციისა და მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში, ბოლო დროს, ქსელის მომხმარებლებისგან საზოგადოებისადმი მსგავსი ტიპის მიმართვები გახშირდა: „გთხოვთ, გასახურებელ თამბაქოს დახურულ სივრცეში ნუ ეწევით, საშინელი სუნი აქვს და არამწეველებს სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის“, „გასახურებელი თამბაქოს მოწევა არ იკრძალება? რესტორნებში რატომ ეწევიან?“, „ვინმეს გასახურებელი თამბაქო უვნებელი ჰგონია? საზიზღარი სუნი აქვს, ნუ გვაბოლებთ“… „თამბაქოს კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, სამწუხაროდ, ასევე აფიქსირებს მოწევის რეგულაციების დარღვევის შედეგებს, თუმცა, შემთხვევების 99% ჩილიმზე მოდის. ისევე, როგორც თამბაქოს ნებისმისმიერი ნაწარმის,  ჩილიმის დახურულ…

მეტი...

,,ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ” – პოლიცია ამ დრომდე ეძებს კახეთში მოტაცებულ გოგოს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 24 წლის გოგო გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფლის დადგენას სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ. ოჯახი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ გოგო ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხელი ჰკრეს ბებიას, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა. გამტაცებლებმა გოგო თავდაპირველად სოფელ ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახმა ამ სოფელში ნახა ავტომობილი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ. გოგოს ოჯახის თქმით, გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს. ,,ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა ბაბუასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ…

მეტი...

საფრანგეთის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ვანდალური აქტის გამო დაზიანდა

ოლიმპიადის პერიოდში საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული დივერსიიდან 3 დღის შემდეგ თავდასხმა განხორციელდა საფრანგეთის მთავარი სატელეფონო ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე. არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით საფრანგეთში რამდენიმე სატელეფონო ოპერატორი ,,ვანდალიზმის” გამო დაზიანდა. საიტების Downdetector და Zone-Adsl-ის მიხედვით, რომლებიც გათიშვებთან დაკავშირებით ინტერნეტ მომხმარებლებისგან მიღებულ შეტყობინებებს აქვეყნებენ, პრობლემები დაფიქსირდა Orange, SFR და Bouygues ქსელებში, განსაკუთრებით კი Free ქსელში. კვირას დილის 1-დან 3 საათამდე, SFR-მა ერთდროულად 6 დეპარტამენტში არსებული პრობლემების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ერთდროული ვანდალიზმის აქტები დაფიქსირდა ჰეროში, ბუშ-დუ-რონში, ოიზში, მეზაში, დრომში და ოდში. პოლიციის წყაროს ცნობით, გაჭრილი იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რის გამოც მათთან დაკავშირებული სარელეო ანტენები არ…

მეტი...

ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს. ქართველმა მერვედფინალში უზბეკ ამინოვას ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონს, რაფაელა სილვას დაუპირისპირდება. დღეს პარიზში ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ) ასპარეზობდა. ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე შეჯიბრზე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა. ცნობისთვის, პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.

მეტი...