ბრიტანეთში უცნობი მამაკაცი ბავშვებს დანით დაესხა თავს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში უცნობი ადამიანი დანით დაესხა თავს ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ბავშვებს. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაჭრილი კი საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელი დაკავებულია.

ადგილობრივი გამოცემა Liverpool Echo იტყობინება, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ქუჩიდან შევიდა ბავშვთა სპორტულ კლუბში და იქ მყოფ ხალხს, მათ შორის ბავშვებს, დანით მიაყენა ჭრილობები. გამოცემა ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი ბავშვი გზაში გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანამდე.

 

მსგავსი თემები