სი ძინპინის ხელმძღვანელობით, წყალდიდობის კონტროლისა და კატასტროფების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ბოლო პერიოდში, ჩინეთს მასშტაბური წყალდიდობა დაატყდა თავს. არის მსხვერლპი, მოსახლეობა ევაკუირებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით,   წყალდიდობის კონტროლთან და კატასტროფებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ჩინეთში, მიმდინარე წელს კლიმატი შედარებით არასახარბიელოა, გაცილებით მეტი ძლიერი წვიმით, რომელიც დღეების განმავლობაში გაგრძელდა. მდინარეების წყალდიდობა ადრეულ პერიოდში მოხდა და სწრაფად განვითარდა, ზოგიერთ ადგილას კი არაერთხელ მოვიდა ძლიერი წვიმა, რამაც წყალდიდობის კონტროლი გაართულა.

შეიქმნა წყალდიდობის კონტროლისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო შტაბი, რომელშიც ჩართულია  სახალხო განმათავისუფლებელი არმია და სახალხო შეიარაღებული პოლიცია, ეროვნული ყოვლისმომცველი ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ჯგუფები და სხვადასხვა პროფესიონალი სამაშველო ძალები.

შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამად ჩინეთი წყალდიდობის კონტროლის კრიტიკულ პერიოდშია და ეს პერიოდი მოიცავს ივლისის ბოლო –  აგვისტოს დასაწყისს.

ასევე აღნიშნეს, რომ ტაიფუნის დაწყებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს  წყალდიდობის კონტროლი.

ერთ-ერთი პრიორიტეტია დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა; დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება; ბავშვების სკოლაში დაბრუნება და სხვა.

 

მსგავსი თემები