„ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღება“- „ბიბისის“ ყოფილ ტელეწამყვანს ბრალი წაუყენეს

„ბიბისის“ ახალი ამბების ყოფილ ტელეწამყვან ჰაუ ედვარდსს ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღების საქმეზე ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“  ავრცელებს.

„დანაშაულები, რომლებიც, სავარაუდოდ, განხორციელდა 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე, ეხება WhatsApp-ის ჩატში გაზიარებულ სურათებს“-  აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ედვარდსი 2023 წლის ნოემბერში დააკავეს, ხოლო ბრალი გასულ თვეში წარუდგინეს. ყოფილ ტელეწამყვანს ბრალი ედება, რომ ის WhatsApp-ის აპლიკაციაში ინახავდა ექვსი „ა“ კატეგორიის სურათს, რომელიც ინგლისური სასამართლოს კლასიფიკაციის მიხედვით, ყველაზე სერიოზული კატეგორიაა, ასევე 12 სურათს „ბე“ კატეგორიიდან და 19 სურათს „ცე“ კატეგორიიდან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰაუ ედვარდს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ედვარდსი სასამართლოში 31 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

 

მსგავსი თემები