ჩინეთი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებასა და დიალოგში ერთვება

ბოლო პერიოდში, უკრაინაში ომის დასრულების მოახლოება ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა მსოფლიო მასშტაბით. უფრო მეტი, კონკრეტული ვადებიც კი სახელდება. ზოგიერთი გათვლას მაქსიმუმ ერთ წელზე აკეთებს.

ერთ-ერთი მხარე, რომელიც ამ ომის დასრულების მიმართულებით პროცესებში გააქტიურდა, ჩინეთია. რამდენიმე დღის უკან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი  აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შესაბამისად.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთი დარწმუნებულია, რომ  საომარი მოქმედებები მალე დასრულდება.

„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთს ყოველთვის სჯერა, რომ საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება და პოლიტიკური მოგვარების ძიება ყველა მხარის ინტერესშია. ჩინეთი თვლის, რომ დიალოგი და მოლაპარაკება ერთადერთი ეფექტური გამოსავალია უკრაინის კრიზისიდან. ჩვენ ვიცავთ ობიექტურ და სამართლიან პოზიციას და მზად ვართ ხელი შევუწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ჩინეთი გააგრძელებს მშვიდობისა და დიალოგის მხარეზე დგომას, მხარს დაუჭერს საერთაშორისო საზოგადოებას მეტი კონსენსუსის ჩამოყალიბებაში და ერთობლივად ეძებს სიცოცხლისუნარიან საშუალებებს კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლისკენ“ – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი ლინ ჯიანი.

 

მსგავსი თემები