რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – დაღუპულია სამი ადამიანი

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის რუსული დაბომბვის შედეგად. ინფორმაცია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა გაავრცელა.

,,რუსებმა დღეს დილით ისევ დაარტყეს ქალაქს. ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, ერთი ადამიანი დაიღუპა გროდოვკაში (პოკროვსკის რაიონი)”, – დაწერა მან.

მსგავსი თემები