მაშველებმა მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს

სამაშველო სამსახურმა, თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქალი წყლიდან ამოყვანის შემდეგ კონტაქტური იყო.

უწყების ინფორმაციით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მსგავსი თემები