დარჩება თუ არა მამარდაშვილი “ვალენსიაში”, რა გეგმები აქვს ქართველ მეკარეს?!

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც მას ბევრი ჟურნალისტი დახვდა. მათ აინტერესებდათ, დარჩება თუ არა მამარდაშვილი „ვალენსიაში“. მას ტელეკომპანია El Chiringuito-ს ჟურნალისტი ესაუბრა, რომელთანაც 23 წლის ქართველმა მეკარემ თქვა, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა კლუბში.

„ახლა გუნდთან ერთად მოსამზადებლად მივდივარ. თამაში მსურს, თუმცა სად ვიქნები, ჯერ არ ვიცი“-  განაცხადა მამარდაშვილმა.

2024/25 წლის სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ქართველი მეკარის გუნდი 31 ივლისს გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ შეხვდება.

მსგავსი თემები