,,საკონსტიტუციო სარჩელს ხელს არ ვაწერთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ გვაქვს” – იაგო ხვიჩია

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ წარმოებად გაერთიანდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ვადებს სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს, საკითხის განხილვას კი, მინიმუმ, ერთი თვე მაინც დასჭირდება.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მათ, კანონის გასაუქმებლად, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. სარჩელს ხელს არ აწერს ,,გირჩი”. იაგო ხვიჩიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ აქვთ.

,,არ ვაწერთ ხელს საკონსტიტუციო სარჩელს. ზოგადად, არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი. გვაკვირვებს, პრეზიდენტს რატომ აქვს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და იმპიჩმენტისთვის გაიმეტა. ასევე, ოპოზიციური პარტიებს რა საფუძველი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმეს მოიგებენ, ჩემთვის კარგად არ არის ცნობილი. ამის შესახებ მათგან პასუხები ვერც საჯარო სივრცეში მოვისმინე, თუმცა წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები