ევროკავშირი ჩინურ მანქანებზე დამატებით ტარიფებს აწესებს

ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.  ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები კი, როგორიცაა იტალია, უფრო მყარ ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ ჩინეთთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანია და არა ცალმხრივად.

ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია. ტარიფების დაწესება ტიპიური პროტექციონისტული ნაბიჯია და არ უწყობს ხელს ევროკავშირის „მწვანე გადასვლას“ ან კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ რეაგირებას. როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის ინტერესებშია, სათანადოდ მოგვარდეს უთანხმოება დიალოგისა და კონსულტაციების გზით ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

რაც შეეხება ჩინეთსა და იტალიას, ამ ორი ქვეყნის  პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები მოიტანა. ვაჭრობა და ინვესტიციები ფართოვდება, რაც სარგებლის მომტანია ორივე მხარისთვის. ნელი მსოფლიო ეკონომიკური აღდგენის ფონზე, ჩინეთსა და იტალიას უფრო მეტი მიზეზი აქვს, დაამყარონ უფრო ძლიერი ეკონომიკური კავშირები, რათა უზრუნველყონ მეტი მამოძრავებელი ძალა ორივე ქვეყნის განვითარებისთვის“ – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მსგავსი თემები