,,ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები” – როთი

,,ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები”, – წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი Facebook-ზე. ,,ძვირფასო ქართველებო, გმადლობთ რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ – ეს ყოველივე კარგად ვიცი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა; საქართველო ამას იმსახურებს!”, – წერს როთი.

მეტი...

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. დღეს ევროდეპუტატებს ესტონეთისა და ნიდერლანდების მოსახლეობა ირჩევს. ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა NOS-ი ავრცელებს. საარჩევნო უბნები ნიდერლანდებში ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 27 ქვეყანაში იმართება. ხმის მიცემის პროცესისთვის ოთხდღიანი პერიოდია (6-9 ივნისი) გამოყოფილი. ნიდერლანდებში არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, ქვეყანას ევროპარლამენტში 31 დეპუტატი ეყოლება.

მეტი...

,,არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა” – კალაძე

„პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან მოძალადეები, ვისაც უჩნდება კითხვა – ხომ არ იყო ბუდუ ზივზივაძეზე ზეწოლა, რადგან მან თავად მოითხოვა სოციალური ქსელიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაშლა. „რა ზეწოლის საქმეში? ამ კითხვის გაჩენაც, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სახით წარმოდგენილი რადიკალები არიან ზუსტად ის მოძალადე ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ. ისინი არიან მკადრებლები…

მეტი...

თელავში 24 წლის ბიჭს ეძებენ

თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი სახლიდან გუშინ, 5 ივნისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩინარების სხვა შემთხვევაც ყოფილა. ბოლო ცნობებით, ბიჭი თბილისში ჩავიდა. მომხდარის შესახებ ოჯახმა პოლიციას უკვე აცნობა.

მეტი...

ვინ არიან ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდები – ახალი დეტალები

დააკავეს კაცი, რომელმაც გუშინ, ვარკეთილში ორი ადამიანი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებულმა იური კალანდარიშვილი. ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მან მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბაჩო ბაშარაულს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნიკა არჩვაძეს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. ორივე დაჭრილი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება მხარეებს შორის, ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის სახლში დაიწყო. რა იყო დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.…

მეტი...

თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ვარკეთილის ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოკლულებს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ ჭრილობები მიყენებლი და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულების მეზობელი იყო და მათ შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მკვლელობით დასრულდა.

მეტი...

,,დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან,სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა, გამშვებ პუნქტ ,,დარიალიდან” მოხდა ევაკუაცია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შევიდა სასიგნალო შეტყობინება. ,,შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე. ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები. ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით…

მეტი...

ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა

„ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას  „სიენენი“ ავრცელებს. როგორც „სიენენი“ წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემთხვევა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში მოხდა. მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. „სიენენის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი არ ამოქმედებულა და მომხდარის გამო მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების თქმით, სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ადგილზე ერთდროულად ჩატარდა. ,,დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ი ამბობს, რომ…

მეტი...

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლის მიმართ ბულინგში სდებენ ბრალს

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მშობელი მოსწავლის მიმართ ბულინგში სდებს ბრალს. მეექვსე კლასის მოსწავლის დედა, ლელა ვერძაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორი, რომელიც პარალელურად მათემატიკის მასწავლებელია, მოსწავლეს გამუდმებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. როგორც მან აღნიშნა, იძულებული გახდა ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა. ოჯახმა საჩივრით უკვე მიმართა აჭარის განათლების მინისტრს. ,,სკოლის დირექტორმა, დამრიგებელთან ერთად კლასელების წინაშე განიხილა, რომ ბავშვის და მისი ერთად მუშაობა იქნებოდა შეუძლებელი. თვითონ ბავშვს აღარ აქვს სურვილი იმ სკოლაში ისწავლოს, რადგან მეუბნება, რომ დედა მე მრცხვენია ბავშვების წინაშე, ყოველ დღე შეურაცხყოფას მაყენებს, მე თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, მეშინია იმის ყოველ დღე რა…

მეტი...

მოტყუებით დაეუფლნენ ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს – სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ბრალდებულების მიერ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც კომპანიებს შეუქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი. დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს”, – წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9…

მეტი...

ჩეხეთში მატარებლის შეჯახების შედეგად 4 ადამინი დაიღუპა, 26 დაშავდა

ჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცეში მოხდა, რა დროსაც სატვირთო და სამგზავრო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. „არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, – აცხადებს გუბერნატორი. პოლიციის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და ხორციელდებოდა მგზავრების ევაკუაცია.

მეტი...

მეორე დღეა, თბილისში 83 წლის ქალს ეძებენ

მეორე დღეა, თბილისში 83 წლის ქალს ეძებენ. ინფორმაციას დაკარგულის ოჯახის წევრი, ნინი ბალახაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს: ,,ძალიან გთხოვთ, სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა 83 წლის მოხუცი ბებო. ვინმემ სადმე თუ შენიშნეთ ან შეხედეთ და იფიქრეთ რომ ეს ის ქალბატონია მარო ბებო გთხოვთ შემეხმიანეთ 571186848 არის შავ სამოსში ზედაც ქვედაც შავი ფერის აცვია უფრო ლილო, ვარკეთილი, ვაზისუბანი, სამგორი, ისანი შორს ვერ წავიდოდა… გუშინ შუადღის მერე ვეძებთ და ჯერ ამაოდ ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ”, – წერს ახლობელი.

მეტი...

მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ რეაგირებას განიხილავს

„გავაუმჯობესებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა გავანადგუროთ რაკეტები“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. მისი შეფასებით, თავდასხმები დასავლელი სპეციალისტების მიერაა განხორციელებული. „რა უნდა გავაკეთოთ საპასუხოდ? გავაუმჯობესებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა გავანადგუროთ რაკეტები. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მსგავსი იარაღის მიწოდება საბრძოლო ზონაში შესაძლებელია ჩვენ ტერიტორიებზე თავდასხმისთვის,  რატომ არ გვაქვს უფლება, მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ? როგორც ეს ქვეყნები იქცევიან, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ იგივე გზით. მთლიანობაში, ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს“, – განაცხადა პუტინმა.…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დმანისთან ახლოს 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და წერს, რომ ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით, 22 კმ-ში, სოფელ ფარავანთან 8 კილომეტრში დაფიქსირდა.

მეტი...

რუსეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების მიწოდება და უფლების მიცემა, რომ ისინი გამოყენებული იყოს რუსეთის შიგნით თავდასხმებისთვის არის “საშიში ნაბიჯი”, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდება. ,,თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის გაგზავნა საბრძოლო ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები მოხდეს და შეგვექმნას პრობლემები, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება გავაგზავნოთ ჩვენი იგივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ?” – თქვა პუტინმა. მან გამოყო გერმანია, და თქვა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო…

მეტი...

დრონებით თავდასხმა იყო როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ბელგოროდის ოლქში – ნავთობსაცავზე

დრონებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავზე. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაწერა, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს ნავთობსაცავს სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე, გაჩნდა ხანძარი. მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. წინა თავდასხმა ნავთობსაცავზე სტარი ოსკოლში, ბელგოროდის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 13 მაისს იყო. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობსაცავია, ამიტომ ჯერ უცნობია დარტყმა ერთი და იგივე სამიზნეზე იყო, თუ სხვადასხვაზე. როსტოვის ოლქის, გუბერნატორმა კი დაწერა, რომ დარტყმა ქარხანაზე ორჯერ მოხდა, პირველი თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა განმეორებითი თავდასხმის გამო პროცესი შეჩერდა. გუბერნატორი აცხადებს, რომ ქარხანაში ხანძარი…

მეტი...

თბილისში 2 ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში 2 ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინფორმაცია ერთ-ერთი მოკლულის ახლობელმა ,,მთავარ არხს” მიაწოდა. მისი თქმით, შემთხვევა ვარკვეთილში მოხდა. ამ დროისთვის, ცხედრები ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს. მისივე თქმით, მოკლულებს ,,3-3 ტყვია აქვთ თავში მოხვედრილი”.

მეტი...

უკვე რამდენიმე დღეა, ოჯახი ჭიათურაში 72 წლის ქალს ეძებს

უკვე რამდენიმე დღეა, ოჯახი ჭიათურაში 72 წლის ქალს ეძებს. ,,ჭიათურაში დაიკარგა 72 წლის ქალბატონი ლენა ქურციკიძე. აქვს მეხსიერების პრობლემა. სავარაუდოდ სახლიდან 29 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ძებნის მიუხედავად არ ჩანს არანაირი კვალი. გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოებს და თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ან შეგიმჩნევიათ სადმე დაუკავშირდეთ ოჯახს ნომრებზე: 598 779 999, 551 557 558”, – წერს ოჯახი.

მეტი...

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან-მობილიზებულია პოლიცია

თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, ისინი მსვლელობით„ ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებენ.  როგორც მომიტინგეები ამბობენ, ისინი დანებებას არ აპირებენ და მათი მიზანი პოლიციის  დაღლაა. „აქციის მიზანია პოლიციური სისტემის დაღლა, შესვენების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. შესაბამისად გვჭირდება ისეთი ლოკაციები სადაც ვიცით, რომ პოლიციას გამოიყვანენ. პოლიციელებიც იღლებიან და შემდეგ წინააღმდეგობაში მოდიან იმ სისიტემასტან, რომელიც მათ მართვას.  ეს არის მთავარი აზრი“- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

„უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იარაღი გამოიყენა“- „ასოშიეთიდ პრეს“

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესს“ რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა განუცხადა. სენატორი არ აკონკრეტებს იმას, თუ საიდან ფლობს ამ ინფორმაციას. მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული კიდევ ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა და არ დაუსახელებია, სად განხორციელდა ამერიკული იარაღით თავდასხმა. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 1-2 ივნისს ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ გამოიყენა. შეგახსენებთ, უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობით გამოიყენა.  

მეტი...

„ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 210 000 შენობა დაინგრა“- „ნიუ იორკ თაიმსის“

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 210 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა . ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაშია აღნიშნული. სტატია თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალებს ეყრდნობა. ამერიკული გამოცემის თანახმად, დანგრეული და დაზიანებული შენობების თითქმის ნახევარი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშია. გარდა ამისა, ანალიზი აჩვენებს, რომ 900-ზე მეტი სკოლა, საავადმყოფო, ეკლესია და სხვა დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უნდა იყოს დაცული ჟენევის კონვენციით.

მეტი...

“ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება”- სააკაშვილი

“ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენისგან მიიღო ღირსეული პასუხი ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში. სააკაშვილი ამბობს, რომ მას რამდენიმე კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. „გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც. და ვინ გაამართლა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობა? იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას იქამდე, ვიდრე პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან – ნატალია საბანაძემ. უფრო სწორედ, მან სცადა გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული პასუხი, ჩემი…

მეტი...

„ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან რეზოლუციას კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი“- ბოკერია

„ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი“-ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაზე ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას. ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ნორმალური ხელისუფლება არ ჰყავს. „საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული ქართველების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა და ამის მაგივრად, ისინი ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე როგორც მთელი…

მეტი...

„გერმანია უკრაინაში სამხედროებს არ გააგზავნის, მაგრამ 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის“- გერმანიის თავდაცვა

„გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის“-ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია სამხედრო სამსახურის ახალი ფორმა, რომელიც არ შეიძლება, სრულიად თავისუფალი იყოს ვალდებულებისგან. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც შემაკავებლებმა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. საგანგებო სიტუაციებში გვჭირდება ძლიერი ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, დაიცვან ეს ქვეყანა”- აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 2011 წელს სამხედრო გაწვევა შეაჩერა.  

მეტი...

„მე მას ვპატიობ“- სლოვაკეთის პრემიერი თავდამსხმელს არ უჩივლებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მასზე თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ თავდამსხმელი სლოვაკეთის ოპოზიციონერი აქტივისტია. პრეზიდენტის განცხადებით, ის სიძულვილს არ განიცდის და არ აპირებს სასამართლოში ჩივილს. არც  კომპენსაციას მოთხოვს. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს. „ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, ეტაპობრივად, მე შევძლებ დავუბრუნდე სამსახურს ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ” -განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა. 59 წლის რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

მეტი...

„გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს“- ილია დარჩიაშვილი

„ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა 4 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. მისივე ინფორმაციით, რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა. „ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც, გაერო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი…

მეტი...

“ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია”- მაიკლ როთი

„საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს“- წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე. როთი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია. „საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს. ქართველები, რომლებიც თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის ქუჩებში გამოდიან, არა „უცხოური ძალების“ მარიონეტები, არამედ მამაცი დემოკრატები არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია“ – წერს მაიკლ როთი.

მეტი...

ეთნიკური ჯგუფების ეროვნული ცეკვები და სამოსი (video)

იუნანის პროვინცია გამორჩეულია ეთნიკური ჯგუფების მრავალფეროვნებით.  ჯინპინგის ოლქის გულში დევს „ძვირფასი ქვა“  სოფელი ბიაოშუიანი, სადაც ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრება განსაკუთრებით მრავალფეროვანია. აქ ცხოვრობენ ჰანის, იის, მიაოს, იაოსა დას სხვა  ეთნიკურ ჯგუფები, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს, კულტურას, ფოლკლორს ინარჩუნებენ და ამ  მრავალფეროვნებით ტურისტებსაც იზიდავენ და ხიბლავენ. იაოს ხალხის სამოსი ძალიან ფერადია. ძირითადად იყენებენ  ლურჯ, თეთრ, შავ და წითელ ფერებს. მათი სამოსის ძირითადი ფერები განსხვავდება იაოს ხალხის სხვადასხვა სუბ-ეთნიკური ჯგუფის სტილის მიხედვით. მათი სამოსი ცნობილია თავისი ფერადი, რთული ნიმუშებითა და დახვეწილი ოსტატობით. იაოს ქალები, რომლებიც კარგად ფლობენ ქარგვას, თავად ქმნიან ამ ხელოვნების ნიმუშებს. ქარგავენ…

მეტი...

„წაქცეულ ადამიანს წიხლებით არ უნდა ურტყამდე“- ბუდუ ზივზივაძე

ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე თბილისში ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ“ აქციაზე პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მისამართით განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა. როგორც სპორტსმენი ამბობს, ერთ ადამიანს ათი კაცი არ უნდა ურტყამდეს. „ათი კაცი ერთ კაცს, რომ ურტყამს ძალიან დამთრგუნველია. როდესაც ამას ტელევიზორიდან უყურებ, ერთადერთი რაც შეგიძლია, როდესაც ამხელა სტატუსი გაქვს, გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო, იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ პროვოკაციებს აწყობდნენ, რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთს არ უნდა ურტყამდეს. წაქცეულ ადამიანს წიხლებით არ უნდა ურტყამდე. მით უმეტეს ახალგაზრდები დგანან“- ამბობს ზივზივაძე

მეტი...

,,დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით” – დიმიტრი ხუნდაძე

,,დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ალიანსის წევრ ქვეყნებს. „დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა…

მეტი...

,,მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი ვართ ადევნების საგანი, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ მალე დავისჯებით” – ბრიფინგი წალენჯიხის მერიაში

სატელეფონო ზარებით მუქარასა და დაშინების კამპანიაზე ბრიფინგი გაიმართა წალენჯიხის მერიაში. მერმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში მერიის არაერთ თანამშრომელს დაურეკეს და დაემუქრნენ. მან მიმართა საელჩოებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცნობად მიიღონ, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა უწყების თანამშრომლებს. მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, ურეკავენ მის არასრულწლოვან შვილსაც. ,,ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი ვართ ადევნების საგანი, პერიოდულად გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ სამშობლოს მოღალატეები და მალე დავისჯებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ტელეფონის ნომერი არსად არ არის ფიქსირებული, მას ურეკავენ, რაც გვიქმნის განცდას, რომ ამის უკან…

მეტი...

,,სოსო რუსული რეჟიმის პატიმარია” – ბაბაევის მხარდამჭერი აქცია გორის პოლიციასთან

გორში, პოლიციის შენობასთან აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები, ბაბაევის ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები მის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბაბაევი რუსული რეჟიმის პატიმარია, ვინაიდან მისი დაკავება სწორედ მის სამოქალაქო პოზიციას, პროევროპულ აქციებში მონაწილეობასა და “ოცნების” რუსული პოლიტიკის გაპროტესტებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ იოსებ ბაბაევი გასულ ღამეს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების “მაკაროვი” მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმითვე ბაბაევი ნაცემია. ბაბაევისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი გორის რაიონულ სასამართლოში…

მეტი...

პარლამენტი საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას აქვეყნებს: მიხეილ ჩიკვილაძე დონარა (დოდო) შონავა გიორგი იაკობაშვილი იზაბელა ოსიპოვა სოსო სტურუა გიორგი ლაზრიშვილი მარინა გიორგაძე ემზარ დიასამიძე ფირუზ ბოლქვაძე პაატა სურგულაძე თამარ წილოსანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი კანდიდატი უნდა შეირჩეს. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები წარედგინებიან სახალხო დამცველს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. წარდგენილ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

მეტი...

გორში ბიზნესმენ სოსო ბაბაევის დაკავებას აპროტესტებენ და აქციისთვის ემზადებიან

გორში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. რესტო ბარში იკრიბებიან აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი ვინც სოსო ბაბაევის დაკავებას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ბაბაევი ისჯება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისა და იმის გამოც, რომ ის დროდადრო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის. ცნობისთვის, გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი გასულ ღამეს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების “მაკაროვი” მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმითვე ბაბაევი ნაცემია. ბაბაევისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი გორის…

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ,,სასამართლომ” საქართველოს მოქალაქეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებული ჯავის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 35 წლის მოქალაქეს საერთო რეჟიმის კოლონიაში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. 35 წლის გიორგი მოსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებია. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ის 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და ელექტროანკესით 25 კილოგრამი კალმახი დაიჭირა. მოსიაშვილს ბრაკონიერობასაც ედავებოდნენ. ონლაინგამოცემა „საპა“ წერს, რომ ჯავის “სასამართლომ” ასევე დააკმაყოფილა ე.წ. გარემოს დაცვის კომიტეტის სარჩელი და მას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და…

მეტი...