თელავში 24 წლის ბიჭს ეძებენ

თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი სახლიდან გუშინ, 5 ივნისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩინარების სხვა შემთხვევაც ყოფილა. ბოლო ცნობებით, ბიჭი თბილისში ჩავიდა.

მომხდარის შესახებ ოჯახმა პოლიციას უკვე აცნობა.

მსგავსი თემები