,,სოსო რუსული რეჟიმის პატიმარია” – ბაბაევის მხარდამჭერი აქცია გორის პოლიციასთან

გორში, პოლიციის შენობასთან აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები, ბაბაევის ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები მის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბაბაევი რუსული რეჟიმის პატიმარია, ვინაიდან მისი დაკავება სწორედ მის სამოქალაქო პოზიციას, პროევროპულ აქციებში მონაწილეობასა და “ოცნების” რუსული პოლიტიკის გაპროტესტებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ბაბაევი გასულ ღამეს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების “მაკაროვი” მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმითვე ბაბაევი ნაცემია.

ბაბაევისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო სხდომა ჩაინიშნება.

მსგავსი თემები