ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა

„ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას  „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემთხვევა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში მოხდა. მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა.

„სიენენის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი არ ამოქმედებულა და მომხდარის გამო მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები