თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ვარკეთილის ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოკლულებს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ ჭრილობები მიყენებლი და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულების მეზობელი იყო და მათ შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მკვლელობით დასრულდა.

მსგავსი თემები