ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. დღეს ევროდეპუტატებს ესტონეთისა და ნიდერლანდების მოსახლეობა ირჩევს. ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა NOS-ი ავრცელებს.

საარჩევნო უბნები ნიდერლანდებში ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 27 ქვეყანაში იმართება. ხმის მიცემის პროცესისთვის ოთხდღიანი პერიოდია (6-9 ივნისი) გამოყოფილი. ნიდერლანდებში არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, ქვეყანას ევროპარლამენტში 31 დეპუტატი ეყოლება.

მსგავსი თემები