პოლონეთის ქალაქ პოზნანში ნაკრების შეკრებას ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდა. კვარაცხელია ინსტაგრამზე ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ბედნიერებაა ნაკრებში ყოფნა“. ფოტოს საქართველოს ეროვნული გუნდების ოფიციალური გვერდი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. სამი დღე მნიშვნელოვან მატჩამდე და გუნდის ახალი წევრი
მეტი...დღე: ოქტომბერი 8, 2024
ქარიშხლის გამო ჯო ბაიდენი გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილ ვიზიტებს გადადებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მილტონის“ გამო, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილ ვიზიტებს გადადებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. „ქარიშხალ „მილტონის“ სავარაუდო ტრაექტორიისა და სიძლიერის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ბაიდენი გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილ ვიზიტებს სავარაუდოდ გადადებს და სტიქიურ უბედურებაზე საპასუხო ზომების მართვას ჩაუდგება სათავეში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მეტი...სამი დღე მნიშვნელოვან მატჩამდე და გუნდის ახალი წევრი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე მეორე დღეა პოლონეთში იმყოფება და ქალაქ პოზნანში ვარჯიშობს. მნიშვნელოვან მატჩამდე სამი დღე რჩება. 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქართველი გულშემატკივრის გახარებას, ამჯერად, უკრაინის ეროვნული ნაკრების დამარცხებით შეეცდება. ვილი სანიოლს გუნდში ერთი ახალწვეული ჰყავს – გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიურ “სარაევოში” თამაშობს. უკრაინელებმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, 9-დან 6 შეხვედრაში დაგვამარცხეს.
მეტი...უკრაინა-საქართველოს მატჩზე მსაჯთა ვინაობა ცნობილია
უეფამ ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მსაჯები დანიშნა. შეხვედრას, რომელიც 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება, მთავარი არბიტრი კი 39 წლის იულიან ვაინბერგერი იქნება. ვაინბერგერს ავსტრიის ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს უკრაინა-საქართველოს შეხვედრის გაძღოლაში კი მას ანდრეას გაიდენრაიხი და მაქსიმილიან კოლბიჩი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის მოვალეობას შტეფან ებნერი შეასრულებს.
მეტი...20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობა გაიმართება
“საქართველო ირჩევს ევროპას” – 20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობაა დაგეგმილი. მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება. შეკრება ოთხ ლოკაციაზე: მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, რესპუბლიკის მოედანზე და 300 არაგველის მოედანზე დაიწყება. შეკრებილები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ დააანონსა. მათი განცხადებით, ეს მარში საქართველოს ევროპულ მომავალს ეძღვნება, სადაც მოქალაქეები თავიანთ არჩევანს დააფიქსირებენ.
მეტი...“საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით”-ევროპარლამენტარი
“საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უარესდება. “დემოკრატიასთან მიმართებით ვითარება საქართველოში ათწლეულზე მეტია უარესდება. ივანიშვილის მთავრობის პირველ წლებში მან და მისმა ქვეშევრდომებმა ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიული რეფორმების გზის გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ოპოზიციიდან ჩვენი ქართველი კოლეგების არაერთ დელეგაციას ვუმასპინძლეთ ამ შენობაში და ისინი დასაწყისიდანვე გვაფრთხილებდნენ: “გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ვინაიდან, ივანიშვილის რეჟიმი…
მეტი...„ქართველებს არ სურთ ბრძანებები მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან”- ევროპარლამენტარი
„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ზოგიერთი იმედოვნებს შედეგების გადახედვას, რამაც შეიძლება, ქვეყანა ახალ მაიდნამდე მიიყვანოს და ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტსი, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა. ტიერი მარიანი მიიჩნევს, რომ ეს სახიფათო პროცესია. „ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან. 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი. მათ ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ. ეს მამაცი ერი თავად აირჩევს თავის ბედს“, – აღნიშნა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.
მეტი...“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია”- მარკეტა გრეგოროვა
“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, გრეგოროვას განმარტებით, ინდივიდუალური სანქციები გადაიდო იმ იმედით, რომ საქართველო არ დაკარგულიყო, „მაგრამ ვკარგავთ”. “ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილი მქონდა საქართველოსთვის. მისი ევროპული მომავლისთვის დიდი იმედები მქონდა, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა. ქმედებებისა და შემოთავაზებული და მიღებული კანონების სერია ადასტურებს, რომ ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის თავის პოლიტიკას ცვლის, რათა უფრო მჭიდროდ იყოს რუსეთთან და თავის კანონებს ცვლის,…
მეტი...ხუდადოვზე დაკვამლიანების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე არსებული დაკვამლიანების შედეგად, ორი მეზობელი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...“რასაც საქართველოში ვხედავთ ნაკლები არაფერია, ვიდრე დემოკრატიის ჩამოშლის განზრახ მცდელობა”- რიჰარდს კოლს
“რასაც საქართველოში ვხედავთ ნაკლები არაფერია, ვიდრე დემოკრატიის ჩამოშლის განზრახ მცდელობა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ე.წ. “უცხოური გავლების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, არა უბრალოდ არასწორია, არამედ სახიფათოა. „ამ კანონებმა შემაკავებელი სიგნალი გაუგზავნეს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. კანონები, რომლებიც რუსეთის სახელმძღვანელოდან არის მოდელირებული, მზად არის ჩაახშოს ოპოზიცია და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხს, რომელიც დიდწილად მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ამჟამინდელი მთავრობის ქმედებები ძირს უთხრის ამ მომავალს” – დასძინა ევროდეპუტატმა.
მეტი...“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მუშაობს”- ევროპარლამენტარი
“არჩევნების კარგად ჩატარება აუცილებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამაზე შორს მიდის – ნამდვილად ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რასაც ის დღემდე სიტყვებით, მაგრამ არა საქმით გამოხატავს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, მასზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხის ერთგულება ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ, თუმცა საქართველოს მთავრობის მოქმედება ამ მისწრაფებებთან წინააღმდეგობაშია. „საქართველოსთან ერთად მრავალი წელია მუშაობ და მჯერა, რომ შემიძლია ჩემს თავს საქართველოს მეგობარი ვუწოდო. ერთი რამ, რაც ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს მთელი ამ წლების განმავლობაში, არის ქართველი…
მეტი...ქობულეთში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაპირისპირებას მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.
მეტი...“საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია”- ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
“იმედი გვქონდა, რომ კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს”- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ამბობს რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. “26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცემს ხმას. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. ის ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. გასულ დეკემბერს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს ძლიერი…
მეტი...„ჩვენ ასევე მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას”- ევროპარლამენტარი
„ჩვენ ასევე მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს მომავალი, ქართველი ხალხის ხელშია. „ჩვენ ასევე მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე. ახლა, საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ. იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი დაუბრუნდება ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას“ –…
მეტი...“ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნებიდან“- რასა იუკნევიჩიენემ
“ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომლებთან ერთადაც დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია შეათანხმეს. „ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამშრომლებს „ქართული ოცნებიდან“ : ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ…
მეტი...ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. ავტომობილები შეეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი მგზავრი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია.
მეტი...თბილისში სახლი იწვის
ნაძალადევის რაიონში ხანძარია. ცეხელი ხუდადოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
მეტი...ისრაელის განცხადებით, სავარაუდოდ, „ჰეზბოლას“ ახალი მეთაურიც მოკლულია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განაცხადებით, მოკლულია “ჰეზბოლას” ახალი მეთაური. მისივე განმარტებით, „ჰეზბოლას“ მეთაური ჰაშემ საფიედდინი, სავარაუდოდ, გასულ კვირას ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. „ჰეზბოლას“ ლიდერი არ ჰყავს. ნასრალა განადგურებულია, მისი ჩამნაცვლებელიც სავარაუდოდ ასევე განადგურებულია. არავინაა გადაწყვეტილებების მისაღებად, არავინაა სამოქმედოდ. ქმედებებს, რომლებსაც ვახორციელებთ, მთლიანად შუა აღმოსავლეთში აკვირდებიან. როდესაც ლიბანში კვალი გაიწმინდება, ირანში გაიაზრებენ, რომ მათ თავისი ყველაზე ძვირფასი აქტივი დაკარგეს, რომელიც „ჰეზბოლაა”, – აღნიშნა გალანტმა.
მეტი...იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იქნება
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ახალ პოზიციას იკავებს. იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს. იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს.
მეტი...იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ხვალ საქართველოში იქნება
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ხვალ საქართველოში იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ხელნაწერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის ათის ნახევარზე ჩამოიტანენ. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ივნისში ლონდონში, “კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა. ორენოვან, ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს აქამდე არასდროს ჰქონია.
მეტი...ფლორიდას მეოთხე კატეგორიის შტორმი უახლოვდება-თვითევაკუაცია გამოცხადდა
ფლორიდაში, მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, თვითევაკუაცია გამოცხადდა. მთავრობა შტატის მილიონობით მცხოვრებს მოსალოდნელი სტიქიის გამო იმ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, რომელსაც მეოთხე კატეგორიის შტორმი “მილტონი” უახლოვდება. მოსალოდნელია, რომ შტორმი ყველაზე მეტად ქალაქ ტამპა ბეის დააზიანებს. ევაკუირებული მოსახლეობისთვის ქალაქ სანქტ პეტერბურგის სტადიონზე თავშესაფარი მოეწყო, რომელშიც 10 ათასი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აშშ-ის გუბერნატორის განცხადებით სტიქიის შედეგებზე რეაგირებისთვის მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების 350 ეკიპაჟი, 34 სამძებრო თვითმფრინავი და ეროვნული გვარდიის 8 ათასკაციანი შემადგენლობა. შევსებულია საწვავის რეზერვები.
მეტი...საბა ლობჟანიძე ლიონელ მესისთან ერთად საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული
ატლანტა იუნაიტედის შემტევი საბა ლობჟანიძე MLS-ში საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული. 29 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატის 29 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა, ჩრდილოამერიკულმა ლიგამ რეგულარული სეზონის MVP-ის წოდებაზე 34 ნომინანტს შორის დაასახელა. ჯილდოზე საბასთან ერთად ნომინირებულნი ასევე არიან ინტერ მაიამის ვარსკვლავები: ლიონელ მესი და ლუის სუარესი, კრისტიან ბენტეკე (დი სი იუნაიტედი), ფედერიკო ბერნარდესკი (ტორონტო), რომან ბიურკი (სენტ ლუისი) და სხვები.
მეტი...“პრეზიდენტს გონება და ცოდნა არ ჰყოფნის”- გია ვოლსკი
“პრეზიდენტს გონება და ცოდნა არ ჰყოფნის, რომ არჩევნების გაყალბების მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკოს – სალომე ზურაბიშვილის ნიჭიც რომ ჰქონდეს, იმ გარემოებებს ვერ დაახასიათებს, რამაც შეიძლება არჩევნების გაყალბება გამოიწვიოს” – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, “ელექტრონულ არჩევნებს კი აბსოლუტურად შეუბღალავი ავტორიტეტი აქვს და მისი გაყალბება შეუძლებელია. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უარესი წინ გველოდება – როცა ის ვერანაირად დაასაბუთებს, რომ არჩევნები გაყალბდა, სხვა მიზეზებს და იმ ზღაპრებს მოიგონებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან უკვე ხშირად გვესმის, რომ თითქოს და, ზეწოლა, მოსყიდვები ხდება და ისეთი…
მეტი...“ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა,თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით”- გერმანიის ელჩი
“ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მივესალმებით საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით”– ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩის განმარტებით, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი სცენარია, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა ვარიანტი დევს მაგიდაზე. როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით. ჩვენ არ გვსურს ამის შეწყვეტა. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლონ გადაადგილება. სწორედ ამიტომ გაიხსნა შენგენის სივრცე ქართველებისთვის. გვსურს, რომ სტუდენტები…
მეტი...რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში დაწინაურდა
სოლტ ლეიკ სიტიში ჩატარებული UFC 307-ის შემდეგ ორგანიზაციამ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. ახალ კლასიფიკაციაში პოზიცია შეიცვალა რომან დოლიძემ. 36 წლის ქართველი მებრძოლი საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო, ხოლო კევინ ჰოლანდის ტექნიკური ნოკაუტით დამარცხების შემდეგ ახალ რეიტინგში მე-9 ადგილზეა. ამ მომენტისთვის UFC-ის 2 ქართველი ჩემპიონი ჰყავს. სუპერმსუბუქ წონას სათავეში მერაბ დვალიშვილი უდგას, ხოლო ქვემსუბუექს – ილია თოფურია. ამავე წონაში მე-11 ადგილზეა გიგა ჭიკაძე. დვალიშვილი და თოფურია ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგის (P4P) ათეულშიც არიან. ილია მე-4 ადგილზეა, ხოლო მერაბი – მე-7-ზე.
მეტი...“უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება”- ჯოზეფ ბორელი
“უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება” – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმის დაწესებას. „ეს წინასწარგანზრახული მავნე ქმედებები რუსეთის ფართო, კოორდინირებული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების გაყოფას, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციას და უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერისა და მისი თავდაცვის უნარის დასუსტებას. ეს სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს: ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ, რათა ამ ქმედებებს დავუპირისპირდეთ და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება იქამდე, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა…
მეტი...“საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით”- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმადვე, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება. „ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2022-2024 წლებში ევროკავშირისგან „121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური…
მეტი...“გამორიცხულია, საქართველოს ნაკრებში ვიღაც პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს”- ზივზივაძე
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მიიჩნევს, რომ გუნდში პოლიტიკის გამო არ იჩაგრებიან. “ჩემი აზრით, გამორიცხულია, საქართველოს ნაკრებში ვიღაც პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს. მე ეგრე მჯერა, ეგრე რომ არ მჯეროდეს, მე იქ არ ვიქნებოდი. თუ გონიათ, რომ საქართველოს ნაკრებში ეგეთი რაღაც ხდება და მსგავსი მიზეზით ადამიანებს სჯიან, მაშინ საქართველოს ნაკრებს არ უგულშემატკივრონ.მიქაუტაძემ მეტი ითამაშა- გვიყვარს ჩვენი ბომბარდირი ” – ამბობს ზივზივაძე.
მეტი...ქართველი ემიგრანტების აქცია სტრასბურგში
“დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი” – ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხის განხილვის დაწყებამდე სტრასბურგში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მმართველ პარტიას არჩევნებში მონაწილეობაში მიზანმიმართულად ხელშეშლაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გახსნას დამატებითი საარჩევნო უბნები მათთვის. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ, ხვალ კი რეზოლუციას უყრიან კენჭს.
მეტი...ოთარ კიტეიშვილს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „ბრუნო გალაზე“ გადასცეს
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარდაცვის სტრატეგს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „ბრუნო გალაზე“ გადასცეს. ორგანიზატორი ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირია, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, გამარჯვებულები კი ვენის „მარქს ჰოლში“ დაჯილდოვდნენ. „ბრუნოს გალაზე ნახევარდაცვის სტრატეგი ოთარ კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ოთარ კიტეიშვილს გასულ სეზონში ბევრი რამ ჰქონდა აღსანიშნავი – გუშინ მას სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ბრუნოს ჯილდო გადასცეს. კიტეიშვილმა გასულ სეზონში მოიგო ავსტრიის თასი და ბუნდესლიგაში გამარჯვებით დუბლი შეასრულა და დაუჯერებელი სეზონი ორი ტიტულით დაასრულა. ახლა „შტურმის“ მეათე ნომერი მორიგი პრესტიჟული თასით დაჯილდოვდა – ოთარ…
მეტი...საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული
აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. სტატიის თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის დირექტორის უკანასკნელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უკავშირდება. აშშ-ის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთს და ირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფავორიტი ჰყავთ. კერძოდ, რუსეთი ატარებს კამპანიას, რომლის მიზანია, არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ტრამპს ჰქონდეს, ირანის ძალისხმევა კი მიმართულია კამალა ჰარისის კამპანიის მხარდაჭერისკენ. სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთი, ჩინეთი და კუბა ასევე ატარებენ კამპანიას ცალკეულ შტატებში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების…
მეტი...საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთს სანქციების ახალი რეჟიმი დაუწესეს
საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა. -ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულები არიან, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე ქვეყნებს ძირს უთხრის, სანქციები დააწესოს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, ევროკავშირი სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს, როგორიცაა: საარჩევნო პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შელახვა, ეკონომიკური საქმიანობის, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სერვისების ან კრიტიკული…
მეტი...ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ. როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხი და „ქართულ ქარტიაში” შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ. როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს“. პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში დღესვე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები…
მეტი...“ევროკავშირი ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია”- გერმანიის ელჩი
“ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი, ის ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია” – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გერმანიის 3 ოქტომბერს, გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა 30 წელზე მეტს ითვლის. ის არის ფართო და ღრმა, დაფუძნებულია დემოკრატიასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეაზე. გასულ წელს მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. ის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხს. მე მას დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, როგორიცაა ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება“ –…
მეტი...ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე 10 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
მეტი...“თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე”- ელჩი
“თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე- ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენზე არა”- ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩი ამბობს, რომ ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მმართველობა და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება სურთ. „ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება…
მეტი...