„წაქცეულ ადამიანს წიხლებით არ უნდა ურტყამდე“- ბუდუ ზივზივაძე

ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე თბილისში ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ“ აქციაზე პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მისამართით განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა. როგორც სპორტსმენი ამბობს, ერთ ადამიანს ათი კაცი არ უნდა ურტყამდეს.

„ათი კაცი ერთ კაცს, რომ ურტყამს ძალიან დამთრგუნველია. როდესაც ამას ტელევიზორიდან უყურებ, ერთადერთი რაც შეგიძლია, როდესაც ამხელა სტატუსი გაქვს, გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო, იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ პროვოკაციებს აწყობდნენ, რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთს არ უნდა ურტყამდეს. წაქცეულ ადამიანს წიხლებით არ უნდა ურტყამდე. მით უმეტეს ახალგაზრდები დგანან“- ამბობს ზივზივაძე

მსგავსი თემები