რუსებმა ხარკოვი დაბომბეს-არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – დაშავდა 16 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულთაგან 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მსგავსი თემები