გორში ბიზნესმენ სოსო ბაბაევის დაკავებას აპროტესტებენ და აქციისთვის ემზადებიან

გორში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. რესტო ბარში იკრიბებიან აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი ვინც სოსო ბაბაევის დაკავებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ბაბაევი ისჯება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისა და იმის გამოც, რომ ის დროდადრო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის.

ცნობისთვის, გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი გასულ ღამეს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების “მაკაროვი” მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმითვე ბაბაევი ნაცემია.

ბაბაევისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო სხდომა ჩაინიშნება. თუმცა, იქამდე, 17 საათზე გორის პოლიციასთან ბაბაევის მხარდამჭერების აქცია გაიმართება.

მსგავსი თემები