„გამჭვირვალობის კანონი არის საპრევენციო მექანიზმი”- ილია დარჩიაშვილი

„გამჭვირვალობის კანონი არის საპრევენციო მექანიზმი, რათა ხელისუფლებამ შეძლოს რეფორმების განხორციელება და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან სწორება“ –  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. მინისტრი ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების საფუძველი საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების თავიდან არიდებაა. „ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონზე, ყოველთვის ცალსახად ვსაუბრობთ იმაზე, რა გახდა მიღების საფუძველი, რამ განაპირობა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს აქვს ამ მიმართულებით გამოწვევები. კანონი არის საპრევენციო მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანამ მშვიდობით, წყნარად, თანმიმდევრულად გაიაროს ეს რთული პერიოდი, მივაღწიოთ არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევანი დააფიქსიროს და ქვეყანამ იცხოვროს ისეთ რეჟიმში, რომ ხელისუფლებამ შეძლოს რეფორმების…

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში ქუჩები დაიტბორა

უხვმა ნალექმა, რუსთავში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. გზაზე გადაადგილების პრობლემაა. ამინდის გაუარესების შესახებ დღეს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აქტიურად აფრთხილებდა.   სოფელ ტუშურებში სეტყვამ ჟოლოს ბაღები გაანადგურა

მეტი...

სოფელ ტუშურებში სეტყვამ ჟოლოს ბაღები გაანადგურა

უამინდობამ პრობლემები შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტში. ძლიერმა სეტყვამ სოფელ ტუშურებში ჟოლოს ბაღები გაანადგურა. უამინდობაა მთელს საქართველოში. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რუსთავის ქუჩები.   ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში ქუჩები დაიტბორა

მეტი...

„ხუთი წელი გავიდა, იმ მძიმე მოვლენიდან“- აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დღეს ე.წ. “გავრილოვის ღამის” ხუთი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. “ხუთი წელი გავიდა იმ მძიმე მოვლენებიდან, საიდანაც დაიწყო ამ ხელისუფლებამ საკუთარი სახის ჩვენება საზოგადოებისთვის და დღეს, სამწუხაროდ, აღარავის ეპარება ეჭვი ამ ხელისუფლების რუსულ სახეში. ხუთი წლის წინ იყო პირველი ამგვარი გამოვლინება, როცა გავრილოვი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ღამით კი დააგვირგვინეს ჩემი თანატოლების წინააღმდეგ უმძიმესი ძალადობით. უკვე ისეთ სპირალში ვართ შესული, საიდანაც უკან გამოსვლა შეუძლებელია, თუ კი წერტილი არ დაესვა ამ ხელისუფლებას”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ცნობისთვის, 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში…

მეტი...

,,ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში, იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ” – თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძის ძებნა გრძელდება

,,ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში… იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ”, – დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებს. ,,ხალხო, ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში, უნივერსიტეტის მიმდებარედ. პოლიციაც მაგ ტერიტორიაზე ეძებს. იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ. აღარ ვიცი უკვე. საუბარია საპატრიარქოს უნივერსიტეტზე, ბაგებში”, – წერს ირმა მალაციძე. ცნობილია, რომ კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ – 599311090

მეტი...

,,საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატები წარუდგინოს – მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში” – ოხანაშვილი

,,საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. მისი თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად. „ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგეს. როდესაც წარმოგვიდგენს, იქ ნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი კომპეტენცია…

მეტი...

ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება – POLITICO

ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება. ,,პოლიტიკო” წერს, რომ ალიანსის 32-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეცვლის. უნგრეთისა და სლოვაკეთის დასტურის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ რუტეს მხარს უჭერს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი საკუთარი კანდიდატურა ამ პოსტზე, მოხსნა. რუტე თანამდებობას 2 ოქტომბერს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იკავებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.

მეტი...

„უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ კიკვიძის პარკის გადასწვრივ დაინახა ძალიან მსგავსი გარეგნობის კაცი…“ – დაკარგული პროფესორის მეუღლე

მწერალი ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში, მეუღლის, გიორგი გახელაძის დაკარგვის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს: ,,უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ კიკვიძის პარკის გადასწვრივ დაინახა ძალიან მსგავსი გარეგნობის კაცი. დაბნეულად გამოიყურებოდაო. ახლა მივდივართ, იქნებ კამერები ვნახოთ. ვინმეს, მანდ ახლოს ვინც ხართ, ხომ არ შეგიმჩნევიათ. კინო საქართველოსთან გადავიდაო”, – წერს მალაციძე.

მეტი...

,,ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია” – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. „საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია, ვინაიდან ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში მძლავრად ფესვგადგმული სოციალურ სტიგმის და მცდარი შეხედულებების გამყარებას, იწვევს საზოგადოების გაუცხოებას ამ პირთა მიმართ და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში შესაძლოა დისკრიმინაციას დაექვემდებარონ. ამასთან, საზოგადოებაში ფორმირებული მცდარი სტერეოტიპული შეხედულებები სერიოზულ ფსიქოემოციურ ტრავმას აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის,…

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინის სატვირთო გადაზიდვებზე უვიზო მიმოსვლა ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა სატვირთო გადაზიდვებზე ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება. მხარეებმა განახლებულ ხელშეკრულებას ბრიუსელში დღეს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ძალაში 2025 წლის 20 ივნისამდე იქნება და შესაძლოა, წლის ბოლომდეც გახანგრძლივდეს. განახლებული დოკუმენტი ასევე მოიცავს რიგ ვალდებულებებს როგორც უკრაინელი, ისე ევროპელი გადამზიდავებისთვის. კერძოდ, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ გადაზიდვის ლიცენცია, სატვირთო ავტომობილებს კი დატანილი უნდა ჰქონდეთ სპეციალური მარკირება.

მეტი...

,,როდესაც ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, ამას პარტნიორულ ფარგლებში მხარი უნდა დაუჭირონ და არა იეჭვიანონ” – ანრი ოხანაშვილი

,,ეკონომიკური სტიმულირება, მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, ამას პარტნიორულ ფარგლებში მხარი უნდა დაუჭირონ და პროცესში წვლილი შეიტანონ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტს გააძლიერებს. „ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულად ისეთ ადგილმდებარეობაზეა, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო სივრცე სხვადასხვა ქვეყნების შესაძლებლობების გამოყენების. აქედან გამომდინარე, ეს წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ჩვენ სწორედ ამით ვხელმძღვანელობთ,…

მეტი...

დაზიანებულ მილსადენამდე ჩავედით – GWP

GWP-ს ცნობით, მაგისტრალურ მილსადენზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები გეგმის მიხედვით გრძელდება და პრობლემა 5 დღეში სრულად აღმოიფხვრება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ინჟინრები უკვე ჩავიდნენ დაზიანებულ მილსადენამდე, პარალელურად გრძელდება ჩამოწოლილი გრუნტის მასის მოცილება. ,,ამ წუთის მდგომარეობით, მილსადენამდე დასული ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მილის გათავისუფლება ზედმეტი გრუნტის ნაყარისგან. მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს დაზიანებული მონაკვეთის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. ცნობისთვის, წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების…

მეტი...

პუტინი-კიმ ჩენ ინის შეთანხმების შემდეგ, სამხრეთ კორეამ შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს

რუსეთსა და ჩრდ. კორეას შორის თანამშრომლობისა და თავდაცვის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სამხრეთ კორეამ შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჩანგ ჰო-ჯინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,მთავრობა გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას და გმობს შეთანხმების ხელმოწერას, ჩვენ ვგეგმავთ გადავხედოთ უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერის საკითხს“, – თქვა ჩანმა და დასძინა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებას, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა. კიდევ ერთმა წყარომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კაბინეტიდან, ჟურნალისტებთან ეს საკითხი არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო და განაცხადა, რომ კონკრეტული ზომები მოგვიანებით გახდება…

მეტი...

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი გულისხმობს ახალი ზომების მიღებას უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით,  ასევე ხარვეზების აღმოფხვრას. Reuters-ის ცნობით  ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვას. შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2 წელიწადში ევროკავშირმა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დაამტკიცა. ბოლო, მე-13 პაკეტი თებერვალში დამტკიცდა.

მეტი...

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ. დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს უზენაესის კანდიდატების კვალიფიკაცია, რადგან სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრებოდა. სხდომაზე გაირკვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს სასამართლო სისტემაზე ანალოგიური მოსაზრებები აქვთ, რაც ხელისუფლებას და ამტკიცებდნენ, რომ არანაირი კლანი არ არსებობს და ,,ოცნების” ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.

მეტი...

,,ჩვენს ყოველ მეორე მოქალაქეს აშშ-მა ვიზაზე უარი უთხრა, ამავე დროს ამბობენ, რომ საქართველოს გვერდით დგანან, ეს შეურაცხყოფაა” – მაჭარაშვილი

,,შეურაცხყოფაა, როცა საუბარია, რომ ამერიკა აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას ვიზებთან დაკავშირებით სანქციები დაუწესოს და ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია, რომ, ვიზების მიღების თვალსაზრისით, გაცილებით უკან ვართ, ვიდრე რუსეთი”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტით პირდაპირ დასტურდება, რომ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ვიზაზე უარი უთხრეს და ამავე დროს ამბობენ, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ ჰყავთ და საქართველოს გვერდით დგანან. „ამერიკის ელჩი რამდენიმე თვე თავს იკავებდა და ჩვენც ამ პარტნიორულ ურთიერთობებს მივყვებოდით, მაგრამ ამერიკის ელჩმა, პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ წითელი ხაზების გადაკვეთაა, როცა…

მეტი...

ჰაჯის დროს დაღუპულ მომლოცველთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა – AFP

ჰაჯის დროს მექაში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Agence France-Presse-ის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა დაურეგისტრირებელი მომლოცველია. უმრავლესობის გარდაცვალების მიზეზი სიცხე გახდა. ჰაჯი 14 ივნისს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, რიტუალში მონაწილეობა 1,8 მილიონმა მომლოცველმა მიიღო. რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მექაში +50 გრადუსს აღემატებოდა. მომლოცველების მასობრივი გარდაცვალება მექაში პრაქტიკულად ყოველწლიური მოვლენაა. სიცხესთან ერთად სავალალო შედეგს ხშირად ჭყლეტა იწვევს. გარდაცვლილთა მაქსიმალური რაოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა – მაშინ ჭყლეტას 2,1 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა. სამედიცინო ლექსიკით პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს” – რომან გოცირიძე გიორგი ვაშაძეზე

,,ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა და რა თქმა უნდა, გიორგი ვაშაძე ამას გააცნობიერებს, ვინაიდან, გონიერი ადამიანია და იცის, რომ მსგავსი სამედიცინო ლექსიკით პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს”, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მსგავსი რამ, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, სამწუხაროდ, ამას არ ექცევა დიდი ყურადღება, ხოლო სამედიცინო ტერმინით მოხსენიება, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი ადამიანი, სხვა ადამიანისა, რაღაც დიაგნოზით მოხსენიება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია“, – აღნიშნა მან. „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აუტისტი ადამიანია, ის ხალხს არ ესაუბრება და იზოლაციაშია.

მეტი...

„ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“- გაბრიელ ატალი

„ხელისუფლების სათავეში „ეროვნული გაერთიანების“ მოსვლა ევროკავშირის დაბლოკვას, „Frexit“-ის დასაწყისსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“, – განაცხადა  საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. გუშინ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მისი ცენტრისტული ალიანსის დამარცხების შემდეგ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

მეტი...

,,ეს ადამიანი ქართველი ხალხისა და საზოგადოების სახელით რომ ლაპარაკობს, ეს ხომ უკვე ძალიან უხერხულია” – იონათამიშვილი დავით საყვარელიძეზე

,,ჯერ ეს ადამიანი ქართველი ხალხისა და საზოგადოების სახელით რომ ლაპარაკობს, ეს ხომ უკვე ძალიან უხერხულია. მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირ გვეუბნება, რომ თვითონ და მისი ჯგუფი არიან მოლოდინში, როდის გაიხსნება საქართველოში მეორე ფრონტი”, – ასე გამოეხმაურა დავით საყვარელიძის განცხადებას რატი იონათამიშვილი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საყვარელიძე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიციას გამოხატავს. „ხან მაიდანზე ოცნებობენ ეს ადამიანები, ხან ბომბების ცვენაზე თბილისის თავზე და ომის კამპანიაზე. ფაქტია ამ ადამიანების მიზნები და ამოცანები რა არის. საყვარელიძე საკუთარ პოზიციებს არ გამოხატავს. ის გამოხატავს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს, რომელიც არის ომისა…

მეტი...

სარფის საბაჟოზე სპორტულ ფეხსაცმელებში დამალული ნარკოტიკის შემოტანას ცდილობდნენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული (ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ), პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება (კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი) აღმოაჩინეს. ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) ნარკოტიკული საშუალება “კოკაინის” შემოტანის მცდელობა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს წებოვანი ლენტით, სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული. ასევე, უწყების ცნობით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად,…

მეტი...

„ჰამასის“ გაქრობის საქმე უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა” – დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია. „ჰამასის“ განადგურების, „ჰამასის“ გაქრობის საქმე  უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა. „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული.  ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ჰამასის“ აღმოფხვრა, ცდება,“ – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა „ომის ერთ-ერთ მიზნად „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება განსაზღვრა და ისრაელის თავდაცვის ძალები, რა თქმა უნდა, ამის მიმართ ერთგულია“. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ არმია ერთგულია მთავრობის განცხადებული ომის მიზნების,…

მეტი...

ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

რამდენიმედღიანი წვიმის, მდინარეების ადიდებისა და ნიადაგის ფენათა ჩამოქცევის მიზეზით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამხრეთ ჩინურ რეგიონებში, მაგალითად გუანდონგში, მილიონობით ადამიანი დიდი ჰუმანიტარული გამოწვევის წინაშეა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე ხარისხის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ჩინეთის სხვა სამხრეთ რეგიონებში ვითარება სტიქიის თვალსაზრისით, შედარებით მსუბუქია. ზოგიერთ მათგანში მესამე ხარისხის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის ოთხი ხარისხია პროტოკოლით გათვალისწინებული.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი პრორუსული პარტია აკრძალეს

უკრაინაში კიდევ ერთი პრორუსული პოლიტიკური პარტია ,,ჩვენი რეგიონი” აიკრძალა. უსაფრთხოების სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, მერვე ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი, პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ, დააკმაყოფილა. SBU-ს გამოძიებით, აღნიშნული პოლიტიკური ძალის ცალკეული ლიდერები და წევრები უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. ისინი ავრცელებდნენ ანტიუკრაინულ პროპაგანდას, კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის მოწოდებებს, მათი ზოგიერთი წევრი კი ღიად უჭერს მხარს რუსულ აგრესიას უკრაინაში. უკრაინის უსაფრთხოების ცნობით, პარტიის რეგიონული ფილიალების უმეტესობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ფუნქციონირებს და ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, პარტიის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიის ქონება…

მეტი...

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში დონეცკის ოლქზე მიიტანეს. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ტორეცკი. მათივე ცნობით, დაიღუპა  ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 122 სამხედრო შეტაკება მოხდა. შეტევები ძირითადად ხარკოვის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით განხორციელდა.

მეტი...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა მარკოპოულოსთან, კარისტოსთან და კუნძულ ნაქსოსზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტცის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. მის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაჰყავთ.

მეტი...

პირადი მიმოწერისა და ინტიმური ფოტოების გავრცელების 5 ფაქტი – ბრალდებულია დედა-შვილი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 მამაკაცი და 3 ქალი. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე, მხილებულია 30 წლის ქალი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ. 2023 წლის 28 იანვარს, ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია „Viber“-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან…

მეტი...

ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან, სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე გზა ჩამოშლილი და ჩარეცხილია. ისინი სწორედ ამას უკავშირებენ მაისის თვეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ახალგაზრდები მანქანით მდინარეში გადავარდნენ. შემთხვევის შედეგად ორი მე-12 კლასის მოსწავლე და ერთი მე-11 კლასელი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობილია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს გამგეობის წარმომადგენელი.

მეტი...

„მეორედ დაბადების თუ გჯერათ?!“ – რუსთავში ავარიისას დაშავებული არასრულწლოვნის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. გთავაზობთ, არასრულწლოვანის დედის ემოციურ პოსტს: „მეორედ დაბადების თუ გჯერათ? კი ჩვენ მეორედ დავიბადეთ! მადლობა სამყაროს შენთვის, შენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ძველებურად სუნთქვისათვის. ანამარიააა, საოცარი ხარ, დედიკო,“ – წერს გოგონას დედა. ცნობისთვის, რუსთავის ცენტრალურ გამზირზე ავარია 14 ივნისს მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ზებრაზე ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს დაეჯახა.

მეტი...

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობა ადასტურებს, რომ გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა. პაკეტი გულისხმობს უზრუნველყოს ახალ ზომების მიღება, უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით, ხარვეზების აღმოფხვრას. Reuters-ის ცნობით კი, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2 წელიწადში ევროკავშირმა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დაამტკიცა. ბოლო, მე-13 პაკეტი თებერვალში დამტკიცდა.

მეტი...

,,წლებია, სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, ხალხი რეალურად გვენდობა, მომართვიანობა მაღალი ამიტომაც არის” – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბადრი შონიას განცხადებით, სასამართლოს ნომერი პირველი პრობლემა დღეს, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდასთან გამკლავებაა. როგორც მოსამართლემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას აღნიშნა, სასამართლოს გამოწვევა, თუ მანამდე იყო საქმეთა გაზრდილი მიმართვიანობა და მოსამართლეები საქმეებს დროულად ვერ იხილავდნენ, დღეის მდგომარეობით, გამოწვევა არის ხელოვნური დისკრედიტაცია. ,,უკვე წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, პროპაგანდა მიმდინარეობს, რამაც ჩემი აზრით, ყველაფერი მეორე პლანზე გადასწია, ის პრობლემაც, რომ სასამართლოში არის გაჭიანურებული განხილვები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა, როგორც მოსამართლეთა, ასევე აპარატის ნაკლებობა და ამ დროს, მომართვიანობა არის მომატებული. როგორ უნდა ახსნა ადამიანმა, როდესაც მიდის პირდაპირ ნარატივი, პროპაგანდა, რომ…

მეტი...

,,ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ” – ანრი ოხანაშვილი

,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს, ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ. ასეთი მოცემულობა გვაქვს“, – აღნიშნა მან. ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. კომიტეტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.

მეტი...

,,ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა, ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით” – გიზო უბილავა

,,არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა, ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი აღნიშნულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. ოხანაშვილი დაინტერესდა მის სამოსამართლო საქმიანობაში ვინმეს მხრიდან ხომ არ განხორციელებულა რაიმე ტიპის ზემოქმედება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობს. „არანაირი კომუნიკაცია, ზეწოლაზეც ზედმეტია საუბარი, არ ყოფილა ჩემი ამ ოთხ წლიანი მოსამართლეობის განწესების შემდეგ. აღნიშნულის კუთხითაც, კანონით მოწესრიგებულია. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხელისუფლება, სხვა პირი, მხარე, მოცემულ შემთხვევაში მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ მივმართავდი…

მეტი...

დღეიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა, ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

,,პუტინს სურს, მხოლოდ მის ხმას ჰქონდეს მნიშვნელობა” – ზელენსკი

,,პუტინს სურს, მხოლოდ მის ხმას ჰქონდეს მნიშვნელობა. ეს ტიპური კოლონიური მსოფლმხედველობაა, რომელიც უნდა დავარღვიოთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ისინი მთელ სამყაროს თანასწორად უყურებენ, რაც იდეოლოგიურად განასხვავებთ რუსეთისგან. ,,დღეს ჩვენ მივესალმებით ორ ახალ ხელმომწერს სამშვიდობო სამიტის კომუნიკეში, ეს გაზრდის წარმომადგენლობას აშშ-დან, განსაკუთრებით ლათინური ამერიკიდან. ჩვენ ოფიციალურად შემოგვიერთდა აშშ-ის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკიდან და კუნძულ ერს ანტიგუასა და ბარბუდას. ჩვენ მთელ სამყაროს თანასწორად ვუყურებთ და ეს არის ჩვენი იდეოლოგიური განსხვავება რუსეთისგან საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ერს და…

მეტი...

მეოთხე დღეა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 67 წლის ქალს ეძებენ

მეოთხე დღეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში 67 წლის თამარ ჯებირაშვილს ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ქალი 17 ივნისს გავიდა სახლიდან და მის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.

მეტი...