ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან, სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე გზა ჩამოშლილი და ჩარეცხილია.

ისინი სწორედ ამას უკავშირებენ მაისის თვეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ახალგაზრდები მანქანით მდინარეში გადავარდნენ. შემთხვევის შედეგად ორი მე-12 კლასის მოსწავლე და ერთი მე-11 კლასელი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობილია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს გამგეობის წარმომადგენელი.

მსგავსი თემები