,,ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ” – ანრი ოხანაშვილი

,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს, ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ. ასეთი მოცემულობა გვაქვს“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. კომიტეტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.

მსგავსი თემები