იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს უზენაესის კანდიდატების კვალიფიკაცია, რადგან სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრებოდა.

სხდომაზე გაირკვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს სასამართლო სისტემაზე ანალოგიური მოსაზრებები აქვთ, რაც ხელისუფლებას და ამტკიცებდნენ, რომ არანაირი კლანი არ არსებობს და ,,ოცნების” ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.

მსგავსი თემები