„გამჭვირვალობის კანონი არის საპრევენციო მექანიზმი”- ილია დარჩიაშვილი

„გამჭვირვალობის კანონი არის საპრევენციო მექანიზმი, რათა ხელისუფლებამ შეძლოს რეფორმების განხორციელება და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან სწორება“ –  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების საფუძველი საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების თავიდან არიდებაა.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონზე, ყოველთვის ცალსახად ვსაუბრობთ იმაზე, რა გახდა მიღების საფუძველი, რამ განაპირობა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს აქვს ამ მიმართულებით გამოწვევები. კანონი არის საპრევენციო მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანამ მშვიდობით, წყნარად, თანმიმდევრულად გაიაროს ეს რთული პერიოდი, მივაღწიოთ არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევანი დააფიქსიროს და ქვეყანამ იცხოვროს ისეთ რეჟიმში, რომ ხელისუფლებამ შეძლოს რეფორმების განხორციელება და იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებთან სწორება, რომელიც არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები