დღეიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა, ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

უწება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები