,,წლებია, სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, ხალხი რეალურად გვენდობა, მომართვიანობა მაღალი ამიტომაც არის” – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბადრი შონიას განცხადებით, სასამართლოს ნომერი პირველი პრობლემა დღეს, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდასთან გამკლავებაა.

როგორც მოსამართლემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას აღნიშნა, სასამართლოს გამოწვევა, თუ მანამდე იყო საქმეთა გაზრდილი მიმართვიანობა და მოსამართლეები საქმეებს დროულად ვერ იხილავდნენ, დღეის მდგომარეობით, გამოწვევა არის ხელოვნური დისკრედიტაცია.

,,უკვე წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, პროპაგანდა მიმდინარეობს, რამაც ჩემი აზრით, ყველაფერი მეორე პლანზე გადასწია, ის პრობლემაც, რომ სასამართლოში არის გაჭიანურებული განხილვები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა, როგორც მოსამართლეთა, ასევე აპარატის ნაკლებობა და ამ დროს, მომართვიანობა არის მომატებული. როგორ უნდა ახსნა ადამიანმა, როდესაც მიდის პირდაპირ ნარატივი, პროპაგანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მართავს “კლანი“ და ამ დროს, სასამართლოში მომართვიანობა მატულობს.

ეს განაპირობებს იმას, რომ ხალხი რეალურად გვენდობა, მომართვიანობა მაღალი ამიტომაც არის და ამას კვლევებიც ადასტურებს“, – განაცხადა ბადრი შონიამ.

მსგავსი თემები