,,ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა. სამედიცინო ლექსიკით პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს” – რომან გოცირიძე გიორგი ვაშაძეზე

,,ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა და რა თქმა უნდა, გიორგი ვაშაძე ამას გააცნობიერებს, ვინაიდან, გონიერი ადამიანია და იცის, რომ მსგავსი სამედიცინო ლექსიკით პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს”, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მსგავსი რამ, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, სამწუხაროდ, ამას არ ექცევა დიდი ყურადღება, ხოლო სამედიცინო ტერმინით მოხსენიება, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი ადამიანი, სხვა ადამიანისა, რაღაც დიაგნოზით მოხსენიება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია“, – აღნიშნა მან.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აუტისტი ადამიანია, ის ხალხს არ ესაუბრება და იზოლაციაშია.

მსგავსი თემები