„ხუთი წელი გავიდა, იმ მძიმე მოვლენიდან“- აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დღეს ე.წ. “გავრილოვის ღამის” ხუთი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.

“ხუთი წელი გავიდა იმ მძიმე მოვლენებიდან, საიდანაც დაიწყო ამ ხელისუფლებამ საკუთარი სახის ჩვენება საზოგადოებისთვის და დღეს, სამწუხაროდ, აღარავის ეპარება ეჭვი ამ ხელისუფლების რუსულ სახეში. ხუთი წლის წინ იყო პირველი ამგვარი გამოვლინება, როცა გავრილოვი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ღამით კი დააგვირგვინეს ჩემი თანატოლების წინააღმდეგ უმძიმესი ძალადობით. უკვე ისეთ სპირალში ვართ შესული, საიდანაც უკან გამოსვლა შეუძლებელია, თუ კი წერტილი არ დაესვა ამ ხელისუფლებას”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

მსგავსი თემები