„ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“- გაბრიელ ატალი

„ხელისუფლების სათავეში „ეროვნული გაერთიანების“ მოსვლა ევროკავშირის დაბლოკვას, „Frexit“-ის დასაწყისსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“, – განაცხადა  საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა.

გუშინ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მისი ცენტრისტული ალიანსის დამარცხების შემდეგ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი თემები