„სირცხვილის გრძნობა ისეთივე უცხოა თქვენთვის, როგორც სამშობლოს სიყვარული“ – მიმართვა დეპუტატებს

საქველმოქმედო კონცერტი – „ევროპული მომავლისთვის“ ქართული ტრადიციული ფოლკლორით გაიხსნა. აქცია-კონცერტზე სიტყვით გამომსვლელები მოკლე განცხადებებს აკეთებენ, ძირითადი ნაწილი კი მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული. „სირცხვილის გრძნობა ისეთივე უცხოა თქვენთვის, როგორც სამშობლოს სიყვარული“  – ასე მიმართეს ორგანიზატორებმა იმ დეპუტატებს, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ მხარი დაუჭირეს. ასევე, მოიყვანეს, ის კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ ხვდებიან მოქალაქეები ამ დეპუტატებს სხვადასხვა ადგილას „მონას“ ძახილით და აღნიშნეს რომ სწორედ ეს არის დღეს მათი  რეალური სახელი. შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედი კონცერტი  მათ მხარდასაჭერად იმართება, ვინც საპროტესტო აქციებზე დაიჭირეს და დააჯარიმეს. ნაწილი კი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში რჩება.  

მეტი...

„ვისაც სისტემა დაჩაგრავს საზოგადოება დაეხმარება“- თბილისში საქველმოქმედო კონცერტი დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი დაიწყო. საქველმოქმედო კონცერტი – „ევროპული მომავლისთვის“ 22:00 საათზე დაიწყო. კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება. როგორც ცნობილია, სპეციალურად ამისთვის ანგარიშის ნომერია შექმნილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. აქცია-კონცერტის მონაწილეები ამბობენ, რომ საზოგადოება ყველას დაუდგება გვერდში, ვისაც სისიტემა დაჩაგრავს. „ეს არის სოლიდარობის კონცერტი, რითიც გვინდა, რომ ვაჩვენოთ არავინ არ დარჩება ყურადღების მიღმა და საზოგადოება ყველას დაეხმარება ვისაც დაჩაგრავს სისტემა“- ამბობს ნინო ლომჯარია.

მეტი...

„იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს“- ნინო ლომჯარია

„ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა – იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს“- განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ლომჯარია  საქველმოქმედო აქცია-კონცერტს დაესწრება, რომელის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა. “ვფიქრობ, ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც უკანონოდ დაიჩაგრა საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. დღეს სოლიდარობის დღეა. უპრეცედენტო ინტერესი იყო მუსიკოსების მხრიდან. მადლობა მათ. იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს და ყველას, ვისაც ზიანი მიიღო და დახმარება სჭირდება”- აღნიშნა ლომჯარიამ.…

მეტი...

ოთხ სართულიანი სახლის ჩამონგრევას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში ოთხ სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან 8 ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმედ არის დაშავებული. შემთხვევა ქალაქ სტამბოლის ცენტრში მოხდა.

მეტი...

“აღშფოთებული მოქალაქის” უკან, ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას“- პაპუშვილი

“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი “აღშფოთებული მოქალაქის” უკან “ნაციონალური მოძრაობის” ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს მოქალაქე  „სამარცხვინოს“ უწოდებს. პაპუაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ყოველი აქტივისტის უკან – “ევროპის სახალხო პარტია” დგას. „გულანთებული ადამიანების უკან,“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აღმოჩნდებიან-ხოლმე“- სანიკიძე

მეტი...

„გულანთებული ადამიანების უკან,“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აღმოჩნდებიან-ხოლმე“- სანიკიძე

“გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი”- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მოქალაქე ე.წ „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო „სამარცხვინოს“ უწოდებს. სანიკიძე ამბობს, რომ აღნიშნულ თემაზე ასევე ესაუბრა ასაკოვან მამაკაცს, რომელთანაც შეთანხმებას ვერ მიაღწია. „მეორე, შედარებით ასაკიან ბატონთან ჩანაწერის მერეც გავაგრძელე საუბარი და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ დავიშალეთ შეუთანხმებლად – მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და შევთანხმდით რომ ვერ შევთანხმდებოდით.…

მეტი...

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“- თბილისში მსვლელობა დაიწყო

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეები თანადგომას უცხადებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ პირებს, რომლებიც მათივე თქმით, უსამართლოდ იმყოფებიან ციხეში. მსვლელობის შემდეგ, ისინი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ და საქველმოქმედო აქცია-კონცერტს შეუერთდებიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტის მიზანი  ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.

მეტი...

უამინდობამ გერმანიაში პრობლემები შექმნა

გერმანიაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, ბავარიის ქალაქ აუგსბურგში. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა და სარკინიგზო ხიდი დააზიანა. დატბორილია რამდენიმე დასახლებული რაიონი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. დროებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მეტი...

რუსეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, ქალაქ უხტასთან, ერთ-ერთ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქარხნის კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლები დაიღუპნენ. გარდა ამისა, ერთი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. Baza Telegram-ის ინფორმაციით, ხანძარი კვირას, 2 ივნისს შუადღისას გაჩნდა.

მეტი...

„აშშ-მ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს“-ზელენსკი

„შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს“-ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, მაგრამ მისი თქმით, ასევე უნდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე. “საკმარისია ეს“ (ნებართვა) არა. რატომ? იმიტომ, რომ მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, საიდანაც რუსეთი ისვრის გამუდმებით, მშვიდად იცის რა, რომ უკრაინა არ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა. რუსეთი აგრძელებს შორი მოქმედების არტილერიისა და დაახლოებით 300 იარაღის…

მეტი...

„გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება“- ხაზარაძე ღარიბაშვილზე

„ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ!“- წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვება. „თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემო უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა. სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება “ლელოს” პროგრამაში,…

მეტი...

დეპუტატ ვიქტორ სანიკიძეს „სამარცხვინო“ უწოდეს (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს, მისი კოლეგის ელისო ბოლქვაძის მსგავსად  „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის გამო “მონა” და “მოღალატე” ეძახეს. დეპუტატს უხერხული სიტუაცია მოქალქეებმა დღეს ვაკის პარკში შეუქმნეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანის ხმა ისმის. „სამარცხვინოები ხართ, დემაგოგობთ. ძალიან უხერხულია. თქვენს შვილებს არცხოვრებთ რუსეთში. თქვენ, რომ დაგასანქცირებენ ყვლეას – უბრალოდ სახელმწიფომ რა დააშავა“- ეუბნება სანიკიძეს მოქალაქე. თავად ვიქტორ სანიკიძე მოქალაქის საუბარს დემაგოგიას უწოდებს.  

მეტი...

„მამუკა ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პორტი“- ღარიბაშვილი

“როგორ შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობდეს ადამიანი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი. ვგულისხმობ,­მამუკა ხაზარაძეს! სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა!“- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერმა ინვესტორები დაღუპა.  ღარიბაშვილის განმარტებით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ სტრატეგიულ პორტში ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა. „ვისაც ესმის ლოჯისტიკა, თუ ზოგადად ტვირთების საკითხი, საიდან შეიძლება მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები, ვისაც წარმოდგენა აქვს შუა დერეფნის განვითარების შესახებ, საერთოდ კითხვა არ უნდა არსებობდეს, პირიქით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში. კარგად ვიცით, რომ ამ [შუა] დერეფნის განვითარების ჭრილში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას. მიუხედავად,…

მეტი...

„ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”- ღარიბაშვილი

„შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ უვიჟო რეჟიმი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. რაც შეეხება, შესაძლო,  სანქციებს მის ოჯახის წევრებზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მის შვილს და ოჯახს თავად მიხედავს. “ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი…

მეტი...

„სახლთან დამხვდნენ, ელექტრო შოკით ეცადნენ ცემას“- ცოტნე კობერიძე

“სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს”- წერს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში. კობერიძე ამბობს, რომ მისი ცემა ვერ შეძლეს, რადგან გვერდით კარგი ადამიანები დაუდგა. „სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“ – წერს კობერიძე.    

მეტი...

ენმ-ს ოფისზე თავდასხმას ევროპარლამენტარი ეხმაურება

„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“- ასე ეხმაურება  ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას. „ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, – წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.  

მეტი...

“სიკვდილამდე სცემეს ჩვენი პარტიის ლიდერები, ბანდიტური ჯგუფებია შექმნილი”- ირაკლი ფავლენიშვილი

“ცინიკურია იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია” – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის,შალვა პაპუაშვილის განცხადებას. ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია ღია ტერორზე არის გადასული. „იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია, ცინიკურია ძალადობაზე საუბარი, რადგან ეს ადამიანები ყოველდღიურად მიმართავენ ტერორს ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ისინი ღია ტერორზე არიან გადასულები, სადარბაზოებთან გვხვდებიან, ურეკავენ ჩვენი ოჯახის წევრებს, სიკვდილამდე სცემეს ჩვენი პარტიის ლიდერები, ბანდიტური ჯგუფებია…

მეტი...

“რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის”- ღარიბაშვილი

„ეს მისი სალომე ზურაბიშვილის როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს – საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი „ბელადი“ ახლით – სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან. “მე მოვისმინე მისი ეს ახალი შეთავაზება, რომ ჯერ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს არჩევნები ამ ქაოსმა, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს – „ომის გაერთიანებებმა“ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა – რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან.…

მეტი...

“ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა”- ღარიბაშვილი

„ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა“- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია და ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს. „ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა, არ გამოჩენაზე. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, არსებობს სახელმწიფო პროტოკოლი, ამიტომ ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა. რაც შეეხება კანონს. კანონზე ნუღარ ილაპარაკებთ და ინერვიულებთ. კანონი მიღებულია. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან შესაძლოა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებები არსებობდეს, რასაც პარტნიორებთან დიალოგი და დისკუსია სჭირდება.  

მეტი...

“ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი”-ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სინგაპურში მიმდინარე შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების ფორუმზე ჩინეთთან შესაძლო ომზე ისაუბრა. მისი  თქმით, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი, მიუხედავად დაძაბულობის სწრაფი ესკალაციისა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. თავდაცვის მდივანმა ყურადღება გაამახვილა განახლებული დიალოგის მნიშვნელობაზე მასა და ჩინელ კოლეგას შორის არასწორი გათვლებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. „ჩემი აზრით, ომი ან დაპირისპირება ჩინეთთან არც გარდაუვალია, არც შეუძლებელი. დიდი ქვეყნის ლიდერებმა უნდა განაგრძონ ერთად მუშაობა, რათა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევამციროთ არასწორი გათვლებისა და გაუგებრობების შესაძლებლობები“, – განაცხადა ოსტინმა. მან ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დონ ჯუნთან…

მეტი...

„ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით, ომი უფრო ხანგრძლივი იქნება“- ზელენსკი

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით, ომი უფრო ხანგრძლივი იქნება. ეს ცუდია მთელი მსოფლიოსთვის და ჩინეთის პოლიტიკისთვის, რომელიც ამბობს, რომ პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს არის მთავარი პრინციპები”- განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აგრესორ ქვეყანას მხარი არ უნდა დაუჭირონ. „არასოდეს არ უნდა დაუჭირო მხარი ქვეყანას, რომელიც აგრესორია. შეიძლება ვინმე არ იყოს ამ სახელმწიფოს პოლიტიკის წინააღმდეგი. სამწუხაროდ, შეიძლება ვინმე არ იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როცა მხარს უჭერ ამ პოლიტიკას. ეს მიანიშნებს, რომ ცხოვრებაში იგივე წესებს იცავ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ…

მეტი...

„33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა, არავინ დაუკავებიათ“- ლაშა ფარულავა

“33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა – ამ წუთისთვის, არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. ფარულავა ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა. “33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა. ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც თბილისის ქუჩებში დათარეშობს და პირდაპირ თავს ესხმის დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ წუთისთვის, არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ. რატომ? – იმიტომ,…

მეტი...

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ ჰაგანიანი. არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

მეტი...

“ჩვენი გუნდის დეპუტეტებს “სირცხვილიას” წევრები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ”- “ქართული ოცნება”

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო ზარებს „აშშ-ის დემოკრატიის ფონდის (NED), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის (EED) და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები ახორციელებენ. „აშშ-ის დემოკრატიის ფონდის (NED), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის (EED) და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები – სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა“-ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.    

მეტი...

ღაზის სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

  ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ამავე ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ჰამასის ინფრასტრუქტურას, იარაღის საწყობებს და შეიარაღებულ პირთა უჯრედებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზას ქალაქ რაფაჰში ნაჰალის ბრიგადის ჯარისკაცებმა სარაკეტო გამშვებს დაარტყეს რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ის მოწინააღმდეგემ ისრაელის ჯარებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ინდოეთი ჯოჯოხეთურმა სიცხემ მოიცვა – იღუპებიან ადამიანები

ექსტრემალური სიცხის გამო ინდოეთში ადამიანები იღუპებიან, ცხოველები და ფრინველები გონებას კარგავენ. ზოგიერთ ქალაქში ტემპერატურა +45 გრადუსს აჭარბებს, სიცხისგან ათობით ადამიანი უკვე გარდაიცვალა. დელიში 29 მაისს დაფიქსირდა რეკორდული სიცხე +52,9 C. BBC-ის იფნრომაციით, სიცხისგან ქალაქში ჩიტები და გარეული მაიმუნები გონებას კარგავენ. გარდა ამისა, წყლის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ მდინარეები დაშრა, წყლის დეფიციტი იქმნება. ამის გამო დედაქალაქში წყალმომარაგების საჯარო პუნქტები მოეწყო. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სწავლა შეჩერებულია, ქუჩები ცარიელია, მაღაზიები დაკეტილია და ხალხი გარეთ გასვლას ერიდება.

მეტი...

ვოლოდიმერ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. შეხვედრა სინგაპურში შედგა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლოიდ ოსტინმა ასევე ისაუბრეს F-16-ების კოალიციაზე, კერძოდ, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დასაჩქარებლად. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ახლა უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, თემებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სიცოცხლის დასაცავად. ეს გადამწყვეტია“ – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

„გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“- იზორია მაიკლ როთს

„ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“ – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ. ქართული ტოლერანტობა, რომელიც სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. „ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ!” – აღნიშნულია მიმართვაში.  

მეტი...

“ევროკავშირისა და აშშ-ს დაფინანსება ხშირად ძალადობასა და ტერორთან ასოცირდება“-პაპუაშვილი

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება სულ უფრო ხშირად ძალადობასა და ტერორთან ასოცირდება“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამის შესახებ ევროკავშირს და აშშ-ს წარმომადგენლებს აფრთხილებდა. „ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის“-  წერს პაპუაშვილი.

მეტი...

“ვიფხიზლოთ, რომ სანამ გვაქვს ეს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით”- მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა. როგორც პატრიარქის მოსაყდრემ აღნიშნა, წმინდა ნინო არის წმინდანთა შორის გამორჩეული წმინდანი და მოღვაწე, რადგან მას მიეცა დიდი მადლი და ძალა, მთელი ჩვენი ერი მოექცია თავისი ქადაგებით ქრისტიანობაზე. „წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) მის შესახებ ამბობს ასეთ სიტყვებს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, რომელმაც გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისთვის და წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც“. მისი ხსენების დღეს ყოველთვის იკითხება სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ,…

მეტი...

“რუსები ეტყობა თქვენ ხართ და სხვებს იმიტო ეძახით რუსს”-მეუფე იაკობი

“რუსები ეტყობა თქვენ ხართ და სხვებს იმიტომ ეძახით რუსს, რომ თქვენი რუსობა დაფაროთ, თუ არადა გადახედეთ ბიზნესები სად გაქვთ თქვენც ნაკეთები ყველას”- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების დრო განაცხადა. ბოდბელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ურთიერთობები უნდა დავაწყოთ. „ძალიან ბევრი არასწორად გვექცევა ჩვენს ქვეყანას, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენც ბევრ რამეში ვცოდავთ, ურთიერთობებში, მაგრამ ხომ შეიძლება, გონიერი ხალხი ვართ, აქეთაც და იქითაც და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ახალი ურთიერთობები დავიწყოთ. ჩვენ რაც გვჭირდება, იმაში დაგვეხმარეთ, განა ის, რომ თქვენ გვითხრათ, ამაში უნდა დაგეხმაროთო. ამ რუსულზე კიდე, ქართველებმა…

მეტი...

“ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები”-მეუფე იაკობი

„ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები. ისინი, ვინც გამოვიდნენ და ცუდი ილაპარაკეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ეგეთი ადამიანები ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო ხოლმე“- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების დრო განაცხადა. მეუფე ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აქვს აღსადგენი და არ არის იმ ვითარებაში, რომ გადაჭრით ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან-მტერთან თუ მოყვარესთან. „ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი გვაქვს, დავავიწყეთ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვისი არაფერი არ გვინდა, თუ ვერ გვეხმარებით, ხელიც არ შეგვიშალოთ წინსვლაში. ჩვენ ყოველთვის გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობები ყველასთან…

მეტი...

თბილისში დღეს, ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება

თბილისში, დღეს 2 ივნისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიამართება საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის”. შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.  

მეტი...

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას განცხადებით მიმართავს. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმონ ძალადობა და თავდასხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე. ინფორმაციას ენმ ავრცელებს. “ღრმა შეშფოთებითა და დამძიმებული გულით გწერთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით. წუხელ, აგრესიის შოკისმომგვრელი აქტი მოხდა, როდესაც 60-კაციანმა ჯგუფმა ძალადობრივი თავდასხმა განახორციელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობას. სამართალდამცავების პასუხი ამ ძალადობაზე იყო საგრძნობლად დაგვიანებული, რამაც სერიოზული კითხვები გააჩინა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტივისტების უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ. არსებული რეჟიმის…

მეტი...