“რუსები ეტყობა თქვენ ხართ და სხვებს იმიტო ეძახით რუსს”-მეუფე იაკობი

“რუსები ეტყობა თქვენ ხართ და სხვებს იმიტომ ეძახით რუსს, რომ თქვენი რუსობა დაფაროთ, თუ არადა გადახედეთ ბიზნესები სად გაქვთ თქვენც ნაკეთები ყველას”- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების დრო განაცხადა.

ბოდბელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ურთიერთობები უნდა დავაწყოთ.

„ძალიან ბევრი არასწორად გვექცევა ჩვენს ქვეყანას, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენც ბევრ რამეში ვცოდავთ, ურთიერთობებში, მაგრამ ხომ შეიძლება, გონიერი ხალხი ვართ, აქეთაც და იქითაც და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ახალი ურთიერთობები დავიწყოთ. ჩვენ რაც გვჭირდება, იმაში დაგვეხმარეთ, განა ის, რომ თქვენ გვითხრათ, ამაში უნდა დაგეხმაროთო. ამ რუსულზე კიდე, ქართველებმა განსაკუთრებით გაანებეთ თავი. რუსები ეტყობა თქვენ ხართ და სხვებს იმიტომ ეძახით რუსს, რომ თქვენი რუსობა დაფაროთ, თუ არადა გადახედეთ ბიზნესები სად გაქვთ თქვენც ნაკეთები ყველას“- ნათქვამია ქადაგებაში.

მეუფის განცხადებით, ქართული ეკლესია ქვეყნის არევის უფლებას არავის მისცემს.

„ქართული ეკლესია ძლიერად არის. რაც არ უნდა ვიღაცები იყიდოთ, ჩვენ, ის ძალა, რომელიც საქართველოში ხალხთან ერთად ვდგავართ, ნუთუ უფლებას მოვცემთ ვინმეს, რომ საქართველო აგარევინოთ და ის ხალხი დასვათ, ვინც ჩვენ არ გვინდა? ვერ მოესწრებით მაგას ვერავინ, იმიტომ, რომ ღმერთი დაგვეხმარება! მაგის ძალა კი გვაქვს, რომ ნებისმიერ მომხდურს გავუსწორდეთ. ვისურვებდი, რომ საუკეთესო ურთიერთობები აღდგენილიყოს. აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ, ცხინვალის რეგიონს აუცილებლად დავიბრუნებთ, კიდევ არის სხვა ტერიტორიები, იმასაც დავიბრუნებთ. შეიძლება მთავრობები ერთმანეთზე გაბრაზდეთ, მაგრამ ხალხი ვართ აქ და იმაზეც იფიქრეთ, რომ ხალხი არ დაგრჩეთ შეურაცხყოფილი. გვიცნობთ და შეურაცხყოფას არავის არ ვპატიობთ“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

“ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები”-მეუფე იაკობი

მსგავსი თემები