ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ ჰაგანიანი.

არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

მსგავსი თემები