“ჩვენი გუნდის დეპუტეტებს “სირცხვილიას” წევრები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ”- “ქართული ოცნება”

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო ზარებს „აშშ-ის დემოკრატიის ფონდის (NED), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის (EED) და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები ახორციელებენ.

„აშშ-ის დემოკრატიის ფონდის (NED), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის (EED) და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები – სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა“-ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

 

 

მსგავსი თემები