“ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი”-ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სინგაპურში მიმდინარე შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების ფორუმზე ჩინეთთან შესაძლო ომზე ისაუბრა. მისი  თქმით, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი, მიუხედავად დაძაბულობის სწრაფი ესკალაციისა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. თავდაცვის მდივანმა ყურადღება გაამახვილა განახლებული დიალოგის მნიშვნელობაზე მასა და ჩინელ კოლეგას შორის არასწორი გათვლებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.

„ჩემი აზრით, ომი ან დაპირისპირება ჩინეთთან არც გარდაუვალია, არც შეუძლებელი. დიდი ქვეყნის ლიდერებმა უნდა განაგრძონ ერთად მუშაობა, რათა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევამციროთ არასწორი გათვლებისა და გაუგებრობების შესაძლებლობები“, – განაცხადა ოსტინმა.

მან ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დონ ჯუნთან შეხვედრაზეც ისაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ უთქვამს.

 

მსგავსი თემები