„გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება“- ხაზარაძე ღარიბაშვილზე

„ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ!“- წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვება.

„თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემო უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა. სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება “ლელოს” პროგრამაში, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ შენმა „რუსულმა ოცნებამ“ ვერაგული განზრახვით დაბლოკა ეს პროექტი, რადგან თქვენს პატრონ პუტინს, არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში. ამიტომ აძლევთ ამ პროექტს ჩინურ კომპანიას, რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში.

გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს!“- წერს ხაზარაძე.

„მამუკა ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პორტი“- ღარიბაშვილი

მსგავსი თემები