“რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის”- ღარიბაშვილი

„ეს მისი სალომე ზურაბიშვილის როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს – საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი „ბელადი“ ახლით – სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან.

“მე მოვისმინე მისი ეს ახალი შეთავაზება, რომ ჯერ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს არჩევნები ამ ქაოსმა, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს – „ომის გაერთიანებებმა“ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა – რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის  სალომე ზურაბიშვლისთვისდა მის გარშემო შემოკრებილი ლურზერისთვის“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები