„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” –  თბილისში მარში გაიმართება

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – ამ სახელწოდებით საპროტესტო მარში თბილისში, 26 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება. დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მარშით ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისკენ გაემართებიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რამდენიმე კვირაა საქართველოში , სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ. კანონპროექტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ვეტოს დასაძლევად ემზადება მმართველლი გუნდი.

მეტი...

ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

ელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს. MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;დემოკრატიული უკან დახევის განხილვა;ანგარიშგება და სანქციები; არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება; რუსეთის სადაზვერვო აქტივები; სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე; დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა;ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება;ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;…

მეტი...

თსუ-ს მე-2 კორპუსთან სტუდენტები კობახიძეს საპროტესტო აქციით ხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები იკრიბებიან. მათ სურთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აქციით დახვდნენ. პრემიერმა უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს. სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.  

მეტი...