ელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.
MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;დემოკრატიული უკან დახევის განხილვა;ანგარიშგება და სანქციები; არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება; რუსეთის სადაზვერვო აქტივები; სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე; დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა;ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება;ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.