ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ რენის მერი დააკავეს – უკრაინული მედია

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქრთამის აღების ბრალდებით ოდესის ოლქის ქალაქ რენის მერი, იგორ პლეხოვი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგორ პლეხოვმა ქრთამის სახით 50 000 დოლარი აიღო. 50 000 დოლარის უკანონო გზით მიღების ბრალდებით ასევე დაკავებულია ადგილობრივი საკრებულოს წევრი.

უკრაინული მედიის ცნობით,  საწყობებისთვის მიწის ნაკვეთის ქირავნობის საკითხის გადასაჭრელად „დახმარებისთვის“ მაღალჩინოსნები 100 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, პოლტავის, სუმისა და ჩერნიგოვის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.

მსგავსი თემები