მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი – ომბუდსმენი ღამის თავდასხმებზე

გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმებს სახალხო დამცველი ეხმაურება და წერს, რომ კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეების, მათი ოჯახის წევრებისა და შვილების დევნა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულია და სამართალდამცველების მხრიდან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს: ,,საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ საფრთხეებზე რაზეც 8 მაისს ჩვენს მიერ გავრცელებულ შეფასებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი…

მეტი...

გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის – ფოტიგა

,,გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ გუშინ ღამით რუსული კანონის მოწინააღმდეგე სამ ადამიანზე ფიზიკურ თავდასხმას. ფოტიგა აზიარებს რეზოლუციის ფოტოს, რომელიც ევროპარლამენტმა რუსული კანონის შესახებ მიიღო, ამ რეზოლუციის შესწორებაში საუბარი იყო ივანიშვილის სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 25 აპრილს, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიას, შეაფასოს…

მეტი...

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს – იურისტის რჩევები

დღეს, შსს-ში განაცხადეს, რომ სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან. ამასთან დაკავშირებით, ,,სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტი, საბა ბრაჭველი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ. ,,თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ: უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე; თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს; თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად. არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ არ აქვთ…

მეტი...

მე არ ვიცი კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა – კალაძე

„წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ასევე, მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრისა და „სკა ენერგია-ხაბაროვსკის“ ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე. „მე არ ვიცი კახა ალადაშვილი სად თამაშობდა. მე რუსეთში არ მითამაშია. ის ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა. ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი, ძალადობა და შეურაცხყოფა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები.…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი მიულოცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000…

მეტი...

,,ისინი არ იცვლებიან, ასეთია მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე” – კალაძე

„ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით მოქმედებენ, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც გააჩნიათ იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ჰკითხეს, სადაც ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი საპატრიარქოს დასცინიან. „ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ. მათთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუ რაიმე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ და გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ,…

მეტი...

,,გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს” – კალაძე

„ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული“ – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადება მედიასთან ამ საკითხის კომენტირებისას. მისივე თქმით, გამჭვირვალობა ხელს ვერ შეუშლის ევროპულ მომავალს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ – გამჭვირვალობა ვერასდროს იქნება დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პირიქით, თანხვედრაშია ეს ყველაფერი. ახლა ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა…

მეტი...

„ევროპელობის სანაცვლოდ ხალხს ცალ ფეხზე დგომისკენ მოუწოდებენ და ტრადიციებსაც იოლად თმობენ“ – გიორგი კვახაძე  

„ვუყურებ და მგონია, მართლა დაიჯერა პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათია და უმრავლესობა არ არსებობს“ – მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე. მისი თქმით, იმ უზნეობითა და თავგასულობით საზოგადოებას მოთმინების ფიალა ევსება. „ქვეყნის მოყვარული საზოგადოება თვალს ადევნებს ამ უზნეობას, თავგასულობას, ქართველობის აბუჩად აგდებას და მოთმინების ფიალა ევსება. უდიდესი ისტორიისა და კულტურის ერს წაუკითხაობა არ უხდება და არც თითის ქნევას არ არის მიჩვეული. დამოუკიდებლობა ჩვენი გენეტიკური მოთხოვნაა და ამისთვის თაობებს უბრძოლიათ. არც ამ თაობას გაგვიჭირდება ბრძოლა, თუკი საქართველოს დასჭირდა. თბილისის ქუჩებში გამოსულ ხალხს არც თავისუფლების ჟინი ეტყობა და არც…

მეტი...

,,ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი და ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ქართველებს დღესაც უწევთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს. „ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი, ოჯახების გაუბედურება, ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა. ფაშიზმმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ასევე, ბევრი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა. მადლობა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ბოროტებასა და რადიკალიზმზე სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

მერწმუნეთ, ამ წლებში შსს-ს შესაძლებლობების 20%-ც არ გამოგვიყენებია – გომელაური აქციებზე

მერწმუნეთ, ამ წლებში შსს-ს შესაძლებლობების 20%-ც არ გამოგვიყენებია, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური ანტირუსულ აქციებზე. ,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, ქართველები არ ვართ ბევრნი, ცოტანი ვარ ძალიან, ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ გაუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით, კიდე ხაზს ვუსვამ და მერწმუნეთ, 20%-ც არ გამოგვიყენებია ამ ბოლო წლების განმავლობაში მთელი შესაძლებლობების რაც აქვს შსს-ს”, – განაცხადა გომელაურმა.

მეტი...

უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული – იოზვიაკის თქმით, EU-ს ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე

უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს. ,,ევროკავშირის ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე. მათ შორის პოტენციური ზომების განხილვა “უცხოური აგენტების კანონის” მიღების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის  ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული, ყველანაირი ზომა განიხილება”.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, აშშ შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას – ბაიდენი

ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, აშშ შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ამ ბომბების შედეგად ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და იმ სხვა გზებით, რომელთა სამიზნეც იყო დასახლებული პუნქტები. მე გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი შევლენ რაფაჰში, სადაც ჯერ არ შესულან, არ მივაწოდებ იარაღს, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა რაფაჰთან საბრძოლველად, ქალაქებთან საბრძოლველად, ეს კი ამ პრობლემას წყვეტს“, – თქვა ბაიდენმა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ის გაგრძელებს ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ინტერვიუს დროს ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ღაზაში…

მეტი...

,,წევრობისთვის საქართველომ EU-ს ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს, განახორციელოს რეფორმები” – ჰერჩინსკი

წევრობისთვის საქართველომ EU-ს ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს, განახორციელოს რეფორმები, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. ,,დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე. საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ…

მეტი...

ჩინეთი და სერბეთი შეთანხმდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს

„ჩინეთსა და სერბეთს შორის მაღალი ხარისხის სარტყელი და გზის თანამშრომლობამ საოცარ შედეგებს მიაღწია. მხარეებმა სტაბილურად უნდა განავითარონ თანამშრომლობა ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, უზრუნველყონ ბელგრადი-ბუდაპეშტის სარკინიგზო მაგისტრალის მთელი სერბეთის მონაკვეთი, როგორც დაგეგმილი იყო, ერთობლივად აწარმოონ თავიანთი ძირითადი თანამშრომლობის პროექტები, შექმნან უფრო მცირე და ლამაზი საარსებო პროექტები“ –  აღნიშნა პრეზიდენტმა სი ძინპინმა სერბ კოლეგასთან შეხვედრისას. პრეზიდენტის თქმით,  ჩინეთ-სერბეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლით მიმდინარე წლის 1 ივლისს, მაღალი სტანდარტების ურთიერთგახსნა ჩინეთსა და სერბეთს შორის აუცილებლად გადავა ახალ ეტაპზე. „ჩინეთი გააგრძელებს უფრო მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო სპეციალობების იმპორტს სერბეთიდან. მომდევნო…

მეტი...

სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის ,,უკან სსრკ-ში” – გალერი თბილისში თავდასხმებზე

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი 8 მაისის ღამეს თბილისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს ეხმაურება. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და “ოცნების” ალტერნატივა იქნება არჩევნებზე. ,,ერთადერთი სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების შემდეგ მომდის თავში, არის “უკან საბჭოთა კავშირში” (Back in the USSR) ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და არჩევნებში “ქართული ოცნების” ალტერნატივად იქცევა”, – წერს მაიკლ გალერი

მეტი...

შსს-მ ანტირუსულ აქციებზე პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანებისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციების დროს პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები 8-9 მაისს დააკავეს, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა გააკეთა. მას არ უსაუბრია გუშინ სამ ადამიანზე თავდასხმაზე, რომელთაგან ორი კლინიკაში რჩება. თამაზაშვილმა ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს არ უპასუხა. ,,აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები…

მეტი...

რაზე ისაუბრებს სი ძინპინმა და სერბეთის პრეზიდენტმა?!

„სერბეთი ჩინეთის პირველი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათმა ორმხრივმა თანამშრომლობამ ძლიერი სტიმული მისცა მათ შესაბამის განვითარებასა და გაახალგაზრდავებას და ხელშესახები სარგებელი მოუტანა ორ ხალხს“ – ეს განცხადება პრეზიდემტმა სიმ სერბეთში, პრეზიდენტ ვუჩიჩთან შეხვედრაზე გააკეთა. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, სერბეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან ერთად შექმნა საზოგადოება, რომელსაც აქვს საერთო მომავალი. „ჩინეთ-სერბეთის საზოგადოება, რომელსაც საერთო მომავალი აქვს ახალ ეპოქაში, წარმოადგენს ჩინეთსა და სერბეთს შორის რკინის მეგობრობის განახლებას. ეს არის ჩინეთის, სერბეთისა და ყველა ქვეყნის საერთო მისწრაფებები, რომლებიც დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და განვითარების ერთგული არიან. ახალ ეპოქაში ჩინეთ-სერბეთის…

მეტი...

როცა სახლებში გვივარდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ, შვილებს სცემენ, ერთადერთი გამოსავალია, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენ სახლად – ნიკა მელია

როცა სახლებში გვივარდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ, შვილებს სცემენ, ერთადერთი გამოსავალია, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენ სახლად, – წერს “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია. ,,როდესაც სახლებში გვივარდებიან, სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს ცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად. შემდეგ კვირაში რუსული კანონის მესამე მოსმენაა. ერთად უნდა ვუთხრათ “არა”, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ ხელისუფლებას და მის ძალმომრეობას! საქართველო არაა ქვეყანა, რომელსაც შიშით დაიმორჩილებ. 11 მაისს უნდა გამოვიდეთ ძალიან, ძალიან ბევრნი, გაიმართება მსვლელობა 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ. 12 მაისს კი 22:00 საათიდან პარლამენტთან უნდა გამოვიდეთ და გავათენოთ ღამე…

მეტი...

„ისინი არ ჩაებმებიან ფსევდოლიბერალთა მართულ, ანტიეროვნულ  და იაფფასიან მანიპულაციებში“ – ნინო ბიწაძე

“მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ,დავინახავთ,რომ ჩვენი წინაპრები მუდმივად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება- შენარჩუნებისთვის. დღემდე საქართველოს მყოფადობა, კულტურა, დამწერლობა და ღირსება თაობათა ხელჩაჭიდულმა მოძრაობამ მოიტანა.  ასე არის დღეს და იქნება ხვალ, რაც არ უნდა ხელი შეგვიშალოს და ექსესებში ჩაგვითრიოს ქვეყნის საშინაო და საგარეო მტრებმა” – აცხადებს მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულო – ”ქართული ოცნების ” ფრაქციის თავმჯდომარე ნინო ბიწაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველას  საერთო საზრუნავი ოკუპირებული ტეროტორიების დაბრუნება უნდა იყოს. „საქართველო ტოლერანტული სახელმწიფოა, რაზეც მეტყველებს მულტინაციონალური საზოგადოების ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება. მტრებსაც სათანადოთ ვხვდებით!…

მეტი...

,,დააორგანიზეს კრიმინალები, სახლში ჩემი 14 წლის შვილი იყო, აგინებინეს ბავშვზე, შეაშინეს” – გიორგი ონიანი

გუშინ გვიან ღამით ამ დროისთვის დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს. მისი თქმით, ამ დროს სახლში მისი არასრულწლოვანი, 14 წლის შვილი იმყოფებოდა. თავდამსხმელები აჟღერებდნენ შეურაცხყოფებს და მუქარის შემცველ ტექსტებს, აკაკუნებდნენ კარზე. ონიანი ამბობს, რომ ამ დროს თვითონ და მისი ცოლი ნაცემი დიმიტრი ჩიქოვანის მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. პოლიციის გამოძახების შემდეგ მოძალადეები ტერიტორიიდან მიიმალნენ. ,,გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანი სცემეს, წავედი საავადმყოფოში, ეს რა თქმა უნდა, იცოდა ერთადერთი სუს-მა, იმიტომ, ტელეფონზე ვისაუბრე. ანუ იცოდა, რომ არც მე და არც ჩემი მეუღლე სახლში არ ვიყავით, და იყო 14 წლის შვილი. დააორგანიზეს ასე…

მეტი...

ზარის შემდეგ ზუსტად იქ მოვიდნენ, სადაც ვიდექით, ფაქტია, ჩვენი პირადი ინფორმაცია საჯარო უწყებებიდანაა გაჟონილი – ღვინიანიძე

ზარის შემდეგ ზუსტად იქ მოვიდნენ, სადაც ვიდექით, ფაქტია, ჩვენი პირადი ინფორმაცია საჯარო უწყებებიდანაა გაჟონილი, – ამბობს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ და სცემეს. ,,შემომივიდა ზარი იმ ქართული ნომრიდან დღეს, ყველასთან რომ რეკავენ, ვუპასუხე და სიჩუმე იყო, ზუსტად იმ ლოკაციაზე სადაც ვიდექით მოვიდნენ, ოღონდ ჯერ აგვიარეს, შეგვათვალიერეს, პირბადეები ეკეთათ, რომ აგვცდნენ მერე მობრუნდნენ, გამარჯობაო და დაიწყო ამბავი. ფაქტია, რომ ჩვენი პირადი ინფორმაციები საჯარო უწყებებიდან არის გაჟონილი, ფაქტია ის, რომ კონკრეტულად გუშინდელს აქეთ ვისაც ასე თუ ისე აქტიური სამოქალაქო პოზიცია გაგვაჩნია იმ ხარს ურეკავდნენ, იმ ხალხს ემუქრებოდნენ”, –…

მეტი...

აქციების მონაწილე გიორგი შანიძე დააკავეს – პოლიცია მას ღამით სახლთან დახვდა

გუშინ ღამით დააკავეს ანტირუსული აქციების მონაწილე, გიორგი შანიძე. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შანიძეს, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებიან. რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებდა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკისთვის აუცილებელი სპეციალური ორდერი არ წარუდგენიათ. ,,გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, გვითხრეს, რომ ატარებენ ჩხრეკას, დაურეკეს სადღაც პირველი საათისთვის დედას და მამას. ესწრებიან ამ ჩხრეკას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები თუ მერიის თანამშრომლები ვერ გავიგეთ და შეიკეტნენ, რომ ვთხოვეთ, წარმოედგინათ ჩხრეკის ორდერი, გვითხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები რომ დამთავრდება ეს ყველაფერი, მერე…

მეტი...

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ

დღეს საქართველოში დიდი ზეიმია. 9 მაისი უქმეა და ამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვებას 79 წლისთავს აღნიშნავენ. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოდან  300 000-მდე ჯარისკაცი იმსხვერპლა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მეორე მსოფლიო ომი აზიაში დაიწყო იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. ომი ვროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით,  აზიაში კი  – 1945 წლის 2…

მეტი...

ნაცემია გია ჯაფარიძე

ნაცემი გია ჯაფარიძე ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება. ზურა (გირჩი) ჯაფარიძის ძმა აცხადებს, რომ მას თავს სახლთან დაესხნენ. ამბობს, რომ 2-3 ადამიანი იყო და ხელკეტებით გაუსწორდნენ.  

მეტი...

ზურა ჯაფარიძის ძმას თავს დაესხნენ

„ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ”, – წერს ზურა (გირჩი) ჯაფარიძე. შაგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში რამდენიმე ოპოზიციონერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეტი...