Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 605 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 289 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.48%.