„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“-ს კვლევით თბილისის მერიის მუშაობით გამოკითხულთა 47% ნაწილობრივ კმაყოფილია, 36% კი უკმაყოფილო.
კვლევა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით. საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10% სრულად კმაყოფილია ადგილობრივი მერის ოფისის მუშაობით, ნაწილობრივ კმაყოფილია 47%. ჯამში, მერიის საქმიანობას დადებითად 57% აფასებს, ნაწილობრივ უკმაყოფილოა 21%, სრულად უკმაყოფილო 15%. ჯამში, მერების საქმიანობას უარყოფითად აფასებს 36%. არ ვიცი/უარი პასუხზე-7%.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.