კელი დეგნანი “ქართულ ოცნებას” შეხვდება

ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო – ასე შეაფასა საქართველოში ამერიკის ელჩმა ოპოზიციასთან გამართული შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტები კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეგნანმა მედიასთან შემდეგი აუდიენცია “ქართულ ოცნებასთან” დააანონსა.

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა, ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ რომ ისინი მოვიდნენ. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან, რათა ვნახოთ რამდენად არსებობს შემდგომი გზები,”-  განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციიდან გამოსული ოპოზიციონერების თქმით, საუბარი ნიკა მელიას დაკავებას, ხელისუფლების უკანონო ქმედებებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. თუმცა მთავარი მაინც შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროულად განმუხტვის შესაძლებლობები იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საუბარი შეეხო იმ არალეგალურ ღონისძიებებს, რომელიც პოლიციამ განახორციელა ოპოზიციური პარტიის ოფისში, ასევე იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური კრიზისის მთავარი პლატფორმა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ახალი პლატფორმა უნდა გულისხმობდეს ნიკა მელიასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.

მსგავსი თემები