საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, ასეთია გამოკითხულთა 62% -ის აზრი. 26% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. პასუხი არ აქვს ან არ იცის 12%-მა.
კითხვაზე – გთხოვთ გვითხრათ, როგორ აფასებთ შემდეგ განაცხადს: „კმაყოფილი ვარ საქართველოში დემოკრატიის არსებული ხარისხით“, პასუხები შემდეგნაირად გაიყო: 11% – იზიარებს, 34% – ნაწილობრივ იზიარებს.
ჯამურად, გამოკითხულთა 51% საქართველოში დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილი არ არის. 4%-მა უპასუხა – არ ვიცი ან არ უპასუხა შეკითხვას.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში.