ფარული ჩანაწერში, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოაქვეყანა და ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობდა, მელაშვილი ერთ-ერთ პირს მ.მ-ს საქმის დეტალებზე და საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით ესაუბრება.
მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში მიქელაძე მელაშვილს ეუბნება, რომ რუკაზე საზღვარი სხვაგვარად ხატია და იქვე ეკითხება- ხომ არ ახსენდება ისეთი გასწორება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო, რაზეც მიქელაძე პასუხობს- “არ არიან მაგის ჩიტები ეგენი. ვერ იღებს გადაწყვეტილებას როგორ უნდა დათმოს”
მელაშვილი-მიქელაძის საუბრის ფრაგმენტი, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო-აუდიო მასალიდან:
მელაშვილი მიქელაძეს: საერთოდ არ მინდოდა, მაგ მონაკვეთს საერთოდ ნუ შევეხებით, მე ვუთხარი ეს ეხლა არა, მერე იქნება განხილული
მიქელაძე მელაშვილს: რუკაზე საზღვარი სხვანაირად ხატია, ჩვენ პირდაპირ გავავლეთ
მიქელაძე მელაშვილს: სადმე ასეთი გასწორება, ხომ არ გახსენდება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო?
მელაშვილი მიქელაძეს: არ არიან მაგის ჩიტები ეგენი. ვერ იღებს გადაწყვეტილებას როგორ უნდა დათმოს
მელაშვილი მიქელაძეს: კომისიის თავმჯდომარე მოხსნეს, არ გაულახავთ მაგათ ექსპერტები, თორემ სხვა არ დააკლეს არაფერი
მიქელაძე მელაშვილს: რატო მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.
უწყებამ საქმეზე არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა.