“ივერი დანაშაულს არ ჩაიდენდა” – ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე დავით გარეჯის საქმეზე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერებს გამოეხმაურა. ივერი მელაშვილის მეუღლე დარწმუნებლია, რომ მისი მეუღლე დანაშაულს არ ჩაიდენდა.

“ივერი დანაშაულს არ ჩაიდენდა. რაც შეეხება იმას, რომ თუ ვიდეო მასალა ჰქონდათ და რაღაც აუდიო ჩანაწერები ჰქონდათ და მტკიცებულებები ჰქონდათ, მაშინ დეკემბრის დასაწყისში რომ იყო დანიშნული სასამართლო, პროკურატურის მოთხოვნით, რატომ გადაიტანეს 2 თვით. გადაიტანეს იმიტომ, რომ მტკიცებულები არ ჰქონდათ და მოტივის მტკიცებულებაც არ ჰქონდათ. იქ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოსამართლეს ცალი ყური დახშული აქვს, რომელიც არის ადვოკატებისკენ და კოპირებულად აცხადებს იმას, რასაც იძახის პროკურატურა,” – განაცხადა ივერი მელაშვილის მეუღლემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

მსგავსი თემები