იმერეთში, კერძოდ კი საჩხერეში, ე.ს. კისტის თოფიდან გასროლას 8 წლის ბავშბი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ერთ-ერთს კი „კისტის თოფი“ ჰქონდა, რომელი შემთხვევით გაუვარდა. გარდაცვლილი ადგილობრივი გოგონაა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. გამოძიება სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.