“პარტია „ქართული ოცნების” ღირებულებებთან შეუთავსებელი დამოკიდებულების და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, კასპის რაიონში, „ქართული ოცნების” აგიტატორი – ნინო კორაშვილი გარიცხულია პარტიიდან”, – ამის შესახებ კასპში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„საზოგადოებამ, ჩვენმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ პოლიტიკური ასპექტების გარდა, „ქართულ ოცნებაში” მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია. ამ ღირებულებებთან შეუთავსებელი არცერთი ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ არის“ – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.