წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ავტომანქანას ესროლეს, ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომანქანა, “ვერის საძმოს” ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის კუთვნილებაა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ესროლეს, ლ. ს.-ს ეკუთვნის.